ორსული ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ ვერ პოულობდა ადგილს მისი ძაღლი. მიზეზი შემაძრწუნებელია!

ორსული ქალი ვერ ხვდებოდა, რატომ ვერ პოულობდა ადგილს მისი ძაღლი.  მიზეზი შემაძრწუნებელია!
უმეტესობა ჩვენგანი მზად არის დაიფიცოს, რომ მათ შინაურ ცხოველებს განსაკუთრებული უნარები გააჩნიათ. ზოგიერთის ძაღლი უფრო ცოცხლად იწყებს სირბილს, როდესაც მისი სათაყვანებელი პატრონი უახლოვდება სახლს. ზოგიერთი შვებას გრძნობს, როდესაც მტკივან ადგილას კატას დაეძინება.

მაგრამ, ალანა ბატლერის შემთხვევა ძალიან განსხვავდება სხვებისგან. ძაღლმა კეოლამ ქალი და თავისი მუცლად მყოფი ბავშვი ფაქტიურად სიკვდილს გადაარჩინა. ექიმები, რომელთა ხელშიც პაციენტი აღმოჩნდა, ამბობდნენ: კიდევ ცოტაც და საცოდავი გოგოს მკურნალობა შეუძლებელი იქნებოდა.



კეოლა - ამერიკული აკიტა-ინუა. ეს ჯიში წარმოიშვა იაპონური აკიტას შეჯვარებით მასტიფსა და გერმანულ ნაგაზთან. ეს ფუმფულა ლამაზი ძაღლი მიიჩნევა ძალიან ერთგულ ცხოველად. ამასთან იგი ძალიან ჭკვიანია.

ალანა იხსენებს, რომ ორსულობის შესახებ კეოლასგან შეიტყო. ტესტი გაკეთების შემდეგ მშემთხვევით გადააგდო, ხოლო ძაღლმა კი ამოიღო იგი ნაგვის ყუთიდან და წარუდგინა მეპატრონეს. შედეგი დადებითი იყო.



დროთა განმავლობაში, როცა მუცელი უკვე შესამჩნევი გახდა, ალანას წელის ტკივილები გაუხშირდა. ექიმმა, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც გახლდათ იგი, უთხრა გოგონას: ეს ორსულობისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვენები იყო.



თუმცა კეოლას ძალიან აწუხებდა თავისი პატრონის მუცელი. ძაღლი საათობიდ იჯდა და შესცქეროდა მას, რაც გოგონას ძალიან ახალისებდა. ასეთ მომენტებში ძაღლი ალანას აგონებდა მისივე შორეულ ბიძაშვილს, ლეგენდარულ ხატიკოს.



მომავალმა დედამ თავის მეგობრებს უამბო კეოლას უცნაური ქცევის შესახებ. ისინი მთელი სერიოზულობით მიუდგნენ ძაღლის ქცევას და ურჩიეს რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო დამატებით გამოკვლევებზე.

ქალმა გადაწყვიტა დაეჯერებინა მათთვის და მიმართა საავადმყოფოს, სადაც მას მისვლისთანავე გული წაუვიდა. მოგვიანებით გაირკვა: ორსული სიკვდილის პირას იყო.



როგორც აღმოჩნდა, მას ორივე თირკმელი ინფიცირებული ჰქონდა. მის მკურნალ ექიმს გამოეპარა ეს დაავადება, რამაც კინაღამ შეიწირა გოგონას სიცოცხლე.

სპეციალისტებმა, რომლებმაც გადაარჩინეს ალანა, ერთხმად აღიარეს: ორსული გოგონას სიცოცხლე ძაღლის თავისბურმა გაფრთხილებამ იხსნა სიკვდილისგან.



მთელი თვე ალანამ რეანიმაციაში გაატარა. რიკი, გოგონას მეუღლე, ამბობდა, რომ კეოლა ამ დროს ადგილს ვერ პოულობდა და ძალიან დაღონებული იყო.

საბოლოოდ ექიმებმა დაამარცხეს დაავადება. ხოლო რამდენიმე თვეში ქვეყანას მოევლინა ჯანმრთელი და მხიარული ლინკოლნი, ბავშვი, რომელიც ძაღლის გაფრთხილების გარეშე ვერ გადარჩებოდა.



როგორც ხედავთ, შინაური ცხოველების გაფრთხილებებს ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება. როგორ გრძნობდა აკიტა ავადმყოფობას - ეს უცნობია. თუმცა ძაღლი არ შემცდარა იქ, სადაც ექიმმა კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა პაციენტი.