ტროფიკული წყლული წიწიბურას ფაფით მოვირჩინე...
ისევე როგორც ჩემი ასაკის ყველა ადამიანს (71 წლის ვარ), მეც დაავადებათა მთელი თაიგული მაწუხებს: ჰიპერტონია, პოლიართრიტი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, ვარიკოზი, კუჭ - ნაწლავის პრობლემები... რასაკვირველია, ყველაფრისგან ერთდროულად ვერ განიკურნები, მაგრამ ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, შევინარჩუნო ჯანმრთელობა.
სამი წლის წინ ვენების ვარიკოზული გაგანიერების ფონზე ტროფიკული წყლული გამიჩნდა. არ ვიცოდი, როგორ მემკურნალა. ვისვამდი მალამოებს, ვიკეთებდი საფენებს - არაფერმა მიშველა. ასე ვიტანჯე ოთხი თვე. დამეწყო საშინელი ტკივილი, ფეხი გამისივდა. ერთმა ნათესავმა ტროფიკული წყლულის სამკურნალო ოთხი რეცეპტი ჩამაწერინა. მათგან ყველაზე მარტივი ამოვარჩიე და მისი წყალობით საკმაოდ სწრაფად განვიკურნე. უადვილესი საშუალებაა, მართალი გითხრათ, თავიდან არც კი მჯეროდა, რომ მიშველიდა.
მკურნალობის წესი:
წყალში მოხარშეთ წიწიბურა - ფაფა არც მეტისმეტად სქელი უნდა გამოვიდეს და არც მეტისმეტად თხელი. ხარშეთ დიდხანს, რომ წიწიბურა კარგად მოიხარშოს. როცა მომზადდება, შეაგრილეთ და თბილ - თბილი პირდაპირ ჭრილობაზე დაიდეთ თანაბარ ფენად. ზემოდან დაიფინეთ პოლიეთილენის პარკი და სუფთა ნაჭრით შეიხვიეთ. დილით მოიხსენით, ფაფა მოიშორეთ და კალიუმის პერმანგანატის სუსტი, ვარდისფერი ხსნარით ძალიან ფრთხილად გაიწმინდეთ ჭრილობა.
თავდაპირველად ამ პროცედურას დილა-საღამოს ვიტარებდი, როცა ჭრილობამ შეხორცება დაიწყო - მხოლოდ ღამით, დღისით კი ჭრილობას არ ვიხვევდი, რომ კარგად მომშრალიყო.