ეს სახლი ნახევრად დანგრეულ ქოხს ჰგავს, თუმცა სახლის ინტერიერი რადიკალურად განსხვავდება 

ეს სახლი ნახევრად დანგრეულ ქოხს ჰგავს, თუმცა სახლის ინტერიერი რადიკალურად განსხვავდება 
შვეიცარიელი არქიტექტორები ბუნებრივ სილამაზის უჭერენ მხარს. ისინი ხშირად ქმნიან სახლებს, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან ძველ სახლს ჰგავს, თუმცა ინტერიერი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ტიჩინოს კანტონში 200 წლის სახლი მდებარეობს. თავდაპირველად, გრჩებათ შთაბეჭდილება რომ აქ დიდი ხანია არავის უცხოვრია, მაგრამ შიგნით შესვლის შემდეგ აზრს რადიკალურად შეიცვლით. 



არქიტექტორი ბიუნჰერ ბრიუნდლერი შვეიცარიული სტუდიიდან Buchner Bründler Architekten  ძველი სახლების მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს. გარე ფასადი იგივე დატოვეს, ხოლო შიგნით ინტერიერი თანამედროვე სტანდარტებით ჩაანაცვლეს. 






სახლის შიგნით 1,5 მეტრი სიგრძის ბეტონის კაფსულა არის, რაც საცხოვრებელ ფართს საგრძნობლად ზრდის. ინტერიერი მინიმალიზმის სტილშია გაფორმებული. არქიტექტორმა მაქსიმალურად ბუნებრივი სივრცე შექმნა, რომ  ბუნებრივ კონცეფციასთან ახლოს ყოფილიყვნენ.