როგორ და რატომ გაუმართლებს ყოველ ზოდიაქოს ნიშანს 2018 წელს
მზად ხართ ახალი მიღწევებისა და გამარჯვებებისთვის 2018 წელს? დამეთანხმეთ, ყოველი ჩვენგანი ელის ძალიან წარმატებულ წელს. მოდით ვნახოთ, რა მოუმზადა კარგი მან თოთოეულ ნიშანს.
- ვერძი
თქვენ მეტად აქტიური ბრძანდებით, ზედმეტად გიყვართ სიცოცხლე, რომ წყნარად იყოთ. თქვენ გამუდმებით დასდევთ მას, რაც ემოციებს და ენთუზიაზმს იწვევს თქვენში. 2018-ში ეს ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილდება, როდესაც თქვენ იპოვნით თქვენი ვნების ობიექტს, რომლისკენაც მიმართავთ მთელ ენერგიასა და სიყვარულს. - კურო
სითბოს, კეთილგანწყობისა და საიმედოობის წყალობით თქვენ შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც სურთ უყვარდეთ, მხარში გედგნენ და წაგახალისონ ყველანაირი საშუალებით. ამიტომ საჭირო დროს, როცა თქვენ გადაწყვეტთ წარმოუდგენლად გარისკოთ, თქვენს უკან იდგება მეგობრების მთელი არმია, რომელიც მზად იქნება დაგეხმაროთ. - ტყუპები
თქვენ გიყვართ სამყაროსთვის თვალ-ყურის დევნება და ენერგიების მიღება მისგან. თქვენ ყურადღებას აქცევთ ყველაფერს, რაც გაინტერესებთ და გაღელვებთ. ამიტომ, როდესაც მომავალ წელს სამყარო მიგანიშნებთ საით წახვიდეთ, აუცილებლად დაუჯერეთ მას. მან უკეთ იცის, რა გჭირდებათ თქვენ! - კირჩხიბი
თქვენ შესანიშნავად გრძნობთ საკუთარ შინაგან "მე"-ს. იცით, რა გსურთ და გჭირდებათ რეალურად. მაშნაც კი, თუ ძალიან გეშნიათ, ყური უგდეთ საკუთარ ინტუიციას და შეეცადეთ გამოიტანოთ სწორი დასკვნები. 2018 წელს ეს უნარი აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან ჰორიზონტზე გამოჩნდება მშვენიერი შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვებაც ნამდვილად დანაშაული იქნება. - ლომი
თქვენ ყოველთვის იცით მეთოდი, როგორ აამუშავოთ რაიმე, მაშინაც კი თუ ეს შეუძლებლად ჩანს. იქ, სადაც უმეტესობა ადამიანებისა დაიბნევა, დაიღლება და დანებდება, თქვენ ჩართავთ კრეატიულობას, ენთუზიაზმსა და შეუპოვრობას და მიაღწევთ მიზანს. შემდეგ წელს ეს უნარი და საკუთარი თავის რწმენა იქცევა თქვენი გრანდიოზული წარმატების ძირითად საფუძვლად. - ქალწული
ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებით, თქვენ შეგიძლიათ იყოთ გულწრფელი და ობიექტური საკუთარი თავის მიმართ. თქვენ არ გეშინიათ, გააანალიზოთ გადაწყვეტილების ვარიანტები, იმსჯელოთ მათზე და გაარკვიოთ, რა იმუშავებს და რა - არა. ეს უნარი ძალიან დაგეხმარებათ, რადგან მომავალ წელს თქვენი გადაწყვეტილებები იქნება უშეცდომო და ყველაზე სწორი. - სასწორი
თქვენი გულშემატკივრობა, კეთილგანწყობა და მომხიბვლელობა იზიდავს გარშემომყოფებს. თქვენთან ურთიერთობა კომფორტული და მარტივია. თქვენ უზარმაზარი სანაცნობო წრე გყავთ და ყველა თბილად გახასიათებთ. 2018 წელს რომელიმე მათგანის წყალობით, თქვენ გაგიჩნდებათ შანსი კარდინალურად და სასიკეთოდ შეცვალოთ რაიმე თქვენს ცხოვრებაში. - მორიელი
თქვენ არავისზე დამოკიდებული არ ხართ, ამიტომაც პრაქტიკულად არც საჭიროებთ სხვებისგან დახმარებას. თქვენი მიზმებისკენ მიდიხართ პირდაპირ და დამოუკიდებლად. ეს შეუპოვრობა, ოპტიმიზმი და მიზანსწრაფულობა აგინაზღაურდებათ მომავალ წელს. ისინი მოგიტანენ თქვენ წინსვლისთვის საჭირო უამრავ იდეალურ შესაძლებლობას. - მშვილდოსანი
თქვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ბრძანდებით. ყოველთვის უკეთესი მომავლის იმედი გაქვთ. წარუმატებლობა საერთოდ არ გაშინებთ და იცით, როგორ გაუმკლავდეთ მას. მით უმეტეს, ძალიან კარგად გესმით, რომ წინსვლისას ის გარდაუვალია. შემდეგი წელი მოგიტანთ გარკვეულ წინაღობებს, მაგრამ თქვენი უნარი, თავდაჯერებულად გადააბიჯოთ მათ, გაგიყვანთ წამყვან პოზიციებზე. - თხის რქა
თქვენ მთელი ცხოვრება დასდევთ წარმატებას და არაფრის გამო არ იტყვით უარს ამ რბოლაზე. თქვენ ძველებურად აგრძელებთ თავდაუზოგავად მუშაობას, რადგან იცით, რომ წარმატება თავგანწირვას მოითხოვს. ამიტომაც გაგიმართლებთ 2018 წელს. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს ხანგრძლივი გარბენია. - მერწყული
თქვენი ყურადღების ცენტრში მართლად მნიშვნელოვანი რაღაცებია. თქვენ ორიენტირებული ხართ იმაზე, რომ შეასრულოთ სამუშაო კარგად. ასევე მიისწრაფით სრულყოფილებისკენ. 2018 წელს ეს დაგეხმარებათ, მკვეთრად დაწინაურდეთ და გადაასწროთ სხვა თანამშრომლებს. - თევზები
თქვენ ზრუნავთ იმაზე, რომ სიკეთე თესოთ, იყოთ რბილი, თანამგრძნობი და კეთილი გარშემომყოფების მიმართ. ეს ყოველთვის ერთიასად ბრუნდება. მომავალ წელს დაინახავთ, რომ სიკეთის ყველა სხივი, რომელიც გაუგზავნეთ სხვებს, არ იქნა დავიწყებული. და, როდესაც რაიმე დაგჭირდებათ, უამრავი მადლიერი ადამიანი თქვენც დაგიდგებათ გევრდში.