ამ ნაზავს სასწაულების მოხდენა შეუძლია! საჭიროა, მხოლოდ ჩავწუროთ ნახევარი ლიმონი...

ამ ნაზავს სასწაულების მოხდენა შეუძლია! საჭიროა, მხოლოდ ჩავწუროთ ნახევარი ლიმონი...
რა იცით ლიმნის შესახებ? სავარაუდოდ, ძალიან ბევრი რამ. მის სარგებლობაზე ხომ არა ერთხელ გვისაუბრია. ბავშვობიდან ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ლიმონი ძალიან სასარგებლოა. მისი დახმარებით გვმკურნალობდნენ კიდეც. და ეს სწორიცაა. ის ძალიან ეფექტური საშუალებაა. მაგრამ რა იქნება თუკი გავაერთიანებთ ლიმნისა და სოდას სასარგებლო თვისებებს? მივიღებთ უბრალოდ სასწაულმოქმედ ნარევს.



სოდა და ლიმონი

ამ ნაზავმა დიდი დისკუსიები და დებატები გამოიწვია თავის დროზე. ამის ძირითადი მიზეზი გახდა ვარაუდი, რომ მას გააჩნია კიბოსთან ეფექტურად შებრძოლების უნარი. ლიმონსა და საჭმლის სოდას აქვს ანტიოქსიდანტური და ტუტე თვისებები, რაც ხელს უწყობს კიბოს უჯრედების განადგურებას.



ლიმნის წვენი მეტად ეფექტურია კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში, ხოლო საკვები სოდა, თავის მხრივ, ცნობილია Рh-ის დონის დარეგულირების უნარით. იგი ხელს უშლის ორგანიზმში მჟავების დაგროვებას, რაც ხდება კიდეც კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სიმართლეა, ხოლო მეორე - საერთოდ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. სანამ ისინი ეძიებენ ჭეშმარიტებას, ჩვენ გიამბობთ თქვენ, რისთვის არის სასარგებლო სოდისა და ლიმნის ნაზავი.

  1. გასახდომად

    ეს საშუალება დაგეხმარებათ გახდომის პროცესში. იგი შეგმატებთ ენერგიას და ორგანიზმს მოიყვანს ტონუსში. იგი აჩქარებს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც იწვება კალორიები.



  2. გამწმენდი ეფექტი

    ლიმონსა და სოდას აქვს გამწმენდი ეფექტი. განსაკუთრებით ეს ეხება ლიმონს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმს ზედმეტი სითხის, ტოქსინების, მარილებისა და ცხიმების გამოდევნაში.



  3. კბილების ჰიგიენა

    ხშირად ამ ნარევს კბილების საწმენდადაც იყენებენ. უმჯობესია, თუ არ გამოიყენებთ მუდმივად. მან შეიძლება ავნოს კბილის ემალს. თუმცა ლაქების მოსაშორებლად იდეალურად გამოგადგებათ.



  4. საჭმლის მონელება

    ნაზავი მოქმედებს, როგორც შესანიშნავი ანტრაციტი, ასუსტებს მეტეორიზმს, გულძმარვას, სპაზმს და კუჭის მოშლის სხვა სიმპტომებს. მთლიანობაში აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.



  5. ორგანიზმის დაცვა თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან

    ეს სასმელი აფერხებს დაბერების პროცესს. თუ მიიღებთ ნაზავს რეგულარულად - კანი მიიღებს ჯანსაღ ფერს, შეფერხდება ნაოჭების წარმოქმნის ტემპი.



  6. გულის მუშაობა

    ამგვარი სასმელი გაგიუმჯობესებთ გულის მუშაობას. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თუ დალევთ ლიმნიან და სოდიან წყალს, დაირეგულირებთ ცუდი ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. შესაბამისად შემცირდება ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და ინსულტის ჩამოყალიბების რისკიც.



  7. იმუნური სისტემის გაძლიერება

    ეს ყველასთვის ცნობილია. მას შეუძლია მჟავიანობის დონის მოწესარიგება ორგანიზმში.



  8. თირკმელების მუშაობა

    სასმელი დაგეხმარებათ აღიდგინოთ ბალანსი, თუკი თირკმელები ვერ უმკლავდება ორგანიზმიდან მავნე მჟავების გამოდევნას.



  9. ღვიძლის გაწმენდა

    თუ დილას დაიწყებთ ამ სასმლით, მაშინ შეძლებთ არა მარტო ღვიძლის გასუფთავებას, არამედ ორგანიზმის მომარაგებას სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა კალიუმი, C ვიტამინი და სხვადასხვა ანტიოქსიდანტები.



ახლა უკვე ამ სასმლის შესახებ ყველაფერი იცით, გარდა იმისა, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ის. ყველაფერი მარტივია. აიღეთ 1 ჭიქა მინერალური წყალი, დაუმატეთ 1 ჩ/კ საჭმლის სოდა და ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი.

საუკეთესო ვარიანტია, თუ ამ სასმელს მიიღებთ დილით მშიერ კუჭზე. თუმცა გადამეტებაც არ ვარგა. მას გააჩნია ძლიერი ტუტე თვისებები, ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება 2 კვირაზე მეტ ხანს. შემდეგ უნდა შეისვენოთ 2 კვირა. მისი გადაჭარბებით მიღება შეიძლება გახდეს ალკალოზის ჩამოყალიბების მიზეზი. ეს სასმელი არ შეიძლება მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი.

ლიმონი - ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ხოლო ზემოთ მოყვანილ ნაზავს კი სასწაულების მოხდენა შეუძლია!მხოლოდ ერთი ჭიქა აღნიშნული სასმელი ყოველ დილით და თქვენი ორგანიზმი მადლობას გეტყვით.