ამ შინაური საშუალების წყალობით თქვენ გათავისუფლდებით სახსრების, წელისა და მუხლების ტკივილისგან!

ამ შინაური საშუალების წყალობით თქვენ გათავისუფლდებით სახსრების, წელისა და მუხლების ტკივილისგან!
ათასწლეულების მანძილზე ამ საშუალებას იყენებდნენ უამრავი დაავადების სამკურნალოდ, ასევე კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თიხას ვრცელი სამკურნალო თვისებები აქვს. განსაკუთრებით ეფექტურია სახსრებისა და კუნთების ტკივილის მოსახსნელად.

იტანჯებით წელის, მუხლებისა და სახსრების ტკივილისგან? თიხა წარმოადგენს საუკეთესო ბუნებრივ საშუალებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

თიხაში შედის დიდი რაოდენობით თერაპიული ელემენტები, როგორიცაა კალიუმი, სილიციუმი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი და ტყვია.

გამოიჩინეთ მზრუნველობა საკუთარი თავის მიმართ. მიიღეთ ბუნებრივი საშუალებები და იყავით ჯანმრთელები.

თიხა ასევე გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად, კანთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებისა და ბალანსის აღსადგენად.

როგორ გამოვიყენოთ თიხა?

ძალიან მარტივად! დღეს შემოგთავაზებთ ორ უმარტივეს რეცეპტს.

წელის, მუხლებისა და სახსრების ტკივილის მოსახსნელი პასტის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ჯერ შეურიეთ თიხას (თეთრს, ცისფერს ან ვარდისფერს, თქვენი სურვილის მიხედვით) ცოტაოდენი ვაშლის ძმარი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს/კ კურკუმა და ურიეთ სქელი მასის მიღებამდე.

პასტის დამზადების დროს ნუ გამოიყენებთ ლითონის საგნებს.

მოათავსეთ ნარევი ქსოვილზე და გამოიყენეთ კომპრესის სახით პრობლემურ ადგილებზე. გაიჩერეთ მთელი ღამით.

მკურნალობის კურსი შეადგენს 7 დღეს. ეფექტს უკვე რამდენიმე დღეში იგრძნობთ.

თუ ქრონიკული ტკივილებისგან იტანჯებით, მაშინ გამოიყენეთ ეს საშუალება რამდენიმე თვის განმავლობაში (კვირაში სამჯერ).

რას იტყვით კანის მდგომარების გაუმჯობესებასა და გაახალგაზრდავებაზე?

თიხის სახის ნიღბის დასამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს 3 ჩ/კ (გამოიყენეთ მხოლოდ ხის, ან პლასტმასის კოვზი) თიხა, რამდენიმე წვეთი ლიმნის ან ფორთოხლის წვენი და მინერალური წყალი.

ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ნუშის ზეთი და წაისვით სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გაიკეთეთ ეს ნიღაბი მხოლოდ საღამოს, ძილის წინ.

აღნიშნული ნიღაბი გამაახალგაზრდავებელი მოქმედების გარდა ცნობილია გამწმენდი თვისებებითაც.

გამოიყენეთ კვირაში 2-3 ჯერ.

თიხისა და წყლის ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

გაეცანით მუხლებისა და სახსრების აღმდგენ მარტივ რეცეპტს.