როცა დგება ფეიხოას ჯერი, ავიღოთ თაფლი, ლიმონი და ყველაფერი ეს ერთად დავფქვათ...

როცა დგება ფეიხოას ჯერი, ავიღოთ თაფლი, ლიმონი და ყველაფერი ეს ერთად დავფქვათ...


დღეს იგი უკვე ჩვეულებრივი პროდუქტია, რომელსაც ადვილად შეხვდებით მაღაზიებში ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში. დიასახლისები თამამად ხარშავენ მისგან მურაბას, ახვევენ კომპოტებს. ტყუილად ხომ არ უწოდებენ ფეიხოას ნამდვილ ვიტამინურ ბომბს! იგი შეიცავს B, C, PP ჯგუფების ყველა ვიტამინს და, რათქმაუნდა, იოდს. იოდის შემცველობით ფეიხოა არ ჩამოუვარდება ზღვის პროდუქტებსა და ზღვის წყალმცენარეებს.



რით არის სასარგებლო ფეიხოა:

ერთი კილოგრამი ფეიხოა შეიცავს დაახლოებით 4 მგ იოდს, ხოლო სადღეღამისო მოხმარება ადამიანისთვის შეადგენს სულ რარაც 0,15 მგ-ს. კენკრაში იგი წყალგაზავებული ფორმით არის წარმოდგენილი და, ამიტომ, სრულად აითვისება ორგანიზმის მიერ. ეს ხილი უდიდეს სარგებელს მოუტანს ფარისებრი ჯირკვლის დარღვეული მუშაობისგან დატანჯულ ადამიანებს, ბავშვებს, აგრეთვე ყველას, ვისაც იოდის უკმარისობა აქვს.



ეს ხილი გვეხმარება მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში და პროფილაქტიკაში. იხილეთ მასში სასარგებლო ვიტამინების სია!
  1. C ვიტამინი მონაწილეობს გაცივების დაავადებების მკურნალობაში და პ[როფილაქტიკაში.
  2. B1 ვიტამინის დახმარებით მოწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, აგრეთვე ის აძლიერებს გულის კუნთების და ტვინის მუშაობას
  3. B2 ვიტამინი გვეხმარება ჰორმონების ნორმალური დონის შენარჩუნებაში. შლის ცხიმებს, მონაწილეობს სისხლის კვლავწარმოებაში
  4. B3 ვიტამინი ახერხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის მოწესრიგებას. ის აგრეთვე ამცირებს წნევას და ახშობს ორგანიზმში კიბოს უჯრედების ზრდას
  5. B5 ვიტამინი ყველაზე მეტად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, სასარგებლოა ბრონჰიტების, ალერგიისა და ფილტვების დაავადებების დროს
  6. B6 ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკვები ფერმენტების შექმნაში. მას უნიშნავენ იმ ადამიანებს, ვისაც აწუხებთ ნერვიული სისტემის დარღვევები, კრუნჩხვები, ხელების ან ფეხების გაშეშება
  7. PP ვიტამინს შეუძლია გაუმკლავდეს დეპრესიებს და გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებს, ასევე მონაწილეობს ცილების ცვლაში.




ფეიხოა შეიცავს ადვილად ათვისებად ცილებს, ამიტომ მას დიეტური კვების დროს იყენებენ. მთავარია არ მოხდეს ჭარბი დოზირება. ოპტიმალურია დღეში 5 ან 6 კენკრა. ფეიხოას ხის ფოთლებს აშრობენ და მისგან ჩაის ამზადებენ, აგრეთვე ამატებენ კომპოტებს, ნაცხობებს და ხორცის კერძებს.



არასდროს არ მოაცილოთ ნაყოფი ქერქს! სწორედ მასში არის ფეიხოას სარგებლიანობა ქალებისთვის დაბერებასთან ბრძოლის საქმეში. ქერქში მრავლად არიან ანტიოქსიდანტები, კახეტინა და ლეიკოანტოცინი, რომლებიც უპირისპირდებიან კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

გემრიელი წამლის დამზადების უმარტივესი წესი შემდეგში მდგომარეობს: ხორცსაკეპში ნაყოფების გატარება და მიღებულ მასაში თაფლის ან შაქრის დამატება. რამდენიმე კვირის განმავლობაში მაცივარში შენახვა, ამასთან შესაძლებელია პორციულ ჭურჭლებში ან პაკეტებში გაყინვა.

ერთ კილოგრამ ფეიხოაზე უნდა ავიღოთ 0,5 კილოგრამი შაქარი. დღეში სამი ჩაის კოვზი სრულად გააქრობს თქვენს ორგანიზმში იოდის დეფიციტს. ამ ნაზავისგან ნაყინიც შეიძლება დამზადდეს, რითაც ბავშვები აღფრთოვანებულები იქნებიან!



ფეიხოას გამოყენების სპექტრი ძალიან ფართოა: კარგია მისი დამატება ხილის სალათებში, მისგან კომპოტის მომზადება, ხილის ნაცხობის ან ჯემის გაკეთება.

როგორ შევარჩიოთ ფეიხოა:

კენკრები ცოტა ხნით ინახება: მოკრეფის შემდეგ სულ 10 დღე გადაზიდვის გათვალისწინებით, თუ კი ისინი სრულიად მწიფეა. მისი შენახვა უმჯობესია ვენტილირებად ჭურჭელში ანდა ლანგარზე ფენებად.

დაიმახსოვრეთ, რომ ნაყოფს კრეფენ არასრული დამწიფების მდგომარეობაში, თუმცა ის დამწიფდება სახლში. თუ შიგთავსი გამჭვირვალეა ან თეთრი, მაშინ კენკრა ხარისხიანია. თუ ამღვრეული, ჩალისფერი ან ყავისფერი იერი დაჰკრავს, მაშინ პროდუქტი გაფუჭებულია და არ ღირს მისი ყიდვა.



ახლა თქვენ იცით ორგანიზმისთვის ფეიხოას სარგებლიანობის შესახებ. არასდროს არ აუაროთ გვერდი ვიტამინების ამ ფასეულ წყაროს, რადგან კენკრები ხელს შეუწყობენ თქვენს ჯანმრთელობას და დაგეხმარებათ სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკაში.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს, ისინიც უცილობლად დააგემოვნებენ ამ ტკბილ ეგზოტიკურ ხილს!