აი, როგორ ააგეს მარდმა ჩინელებმა სახლი ერთ დღეში! მომენტალურად...

აი, როგორ ააგეს მარდმა ჩინელებმა სახლი ერთ დღეში! მომენტალურად...
საშუალო ზომის კერძო სახლი სადმე ქალაქგარეთ - უამრავი ადამიანის ოცნებაა. ეს ხომ მოსახერხებელიცაა, ლამაზიც და ფართოც. მხოლოდ პროექტის ღირებულება გახლავთ მთავარი წინაღობა ოცნების გზაზე. ჩინეთში შეეცადნენ ამ პრობლემის მოგვარებას. ჩვენ გიამბობთ, რა გამოვიდა ამ ყველაფრიდან.

საცხოვრებელი სახლების მშენებლობა

ჩინეთი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი უცნაური მიდგომით პრობლემების მოგვარების საკითხის მიმართ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. სამშენებლო კომპანია WinSun-მა, განაცხადა, რომ ააგო 10 ინდივიდუალური სახლი 24 საათში. თითო ამ საცხოვრებლის ფართობი შეადგენს 200 კვ.მ-ს.



სახლები გამოვიდა საშუალო ზომის, მაგრამ კომპაქტური და მოსახერხებელი. ისინი აიგო თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. მთავარ მასალად გამოყენებულ იქნა სამრეწველო ნარჩენები.





თითო სახლის ღირებულება 4 000 ევროა, რაც სრულყოფილი საცხოვრებლისთვის საკმაოდ მოკრძალებული თანხაა. ეს მეთოდი წყვეტს საკუთარი სახლის დაუსრულებელი მშენებლობის პრობლემას. ჩვეულებრივ პირობებში ხომ იგი წლები გრძელდება.

ახალი ტექნოლოგიების გამოყენება მშენებლობაში დაეხმარება ბევრ ადამიანს, რომელიც ოცნებობს საკუთარ სახლზე. ამასთან დაზოგავს დროსაც და თანხებსაც.



ამ ტექნოლოგიის გამოყენებით სახლის აშენება ხელმისაწვდომ წამოწყებად იქცევა. სამშენებლო კომპანია იმედოვნებს, რომ ოდესმე ამგვარი მეთოდით შეძლებს თვით ცათმბჯენების აგებასაც.



ასეთი სახლის აშენების საიდუმლო მდგომარეობს 4 გიგანტურ 3D პრინტერში, რომლის საშუალებითაც ბეტონის დეტალები იბეჭდება. მასალად გამოიყება ცემენტი, პლასტიკის მინა, ქვიშა და სპეციალური გასამაგრებელი. სხვა საიდუმლოს მშენებლები არ ამხელენ. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა ეხმარება ბეტონს სწრაფად გამოშრობაში.





ჩინური კომპანიისთვის ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯები გახლდათ ამ ტექნოლოგიით მშენებლობის საქმეში. შემდეგ ეტაპად იქცა 5 სართულიანი სახლის მშენებლობა.



"პრინტერისთვის საჭირო დეტალები ჩვენ სხვა ქვეყნებში შევუკვეთეთ, ხოლო შემდგომ ავაწყვეთ ფაბრიკაში, ქ.სუჩჟოუში" - გვიამბობს მა იიხე, სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი. - "ამგვარად დაბეჭდილი სახლები გარემოსთვის უსაფრთხო და ძალზედ ეკონომიურია."

WinSun არ აპირებს დაჯერდეს მიღწეულს. ახლა მათი მთავარი მიზანია, მიიღონ მსხვილი კონტრაქტები ხელმისაწვდომი სახოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.



3D ბეჭდური სახლების განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ურთულესი ნაგებობები შეიძლება აიგოს სწრაფად და მარტივად. ამიტომ ამ ტექნოლოგიამ მხატვრებისა და არქიტექტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. იგი სულ მალე იქცევა მშენებლობის ძირითად მეთოდად.

სახლების ბჭდვის პროცესი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.