გლუვაინი - ხველების, ანგინის და გრიპის სასტიკი მტერი! არ დაგავიწყდეთ მისი მიღება, თუ...

გლუვაინი - ხველების, ანგინის და გრიპის სასტიკი მტერი! არ დაგავიწყდეთ მისი მიღება, თუ...
შემოდგომა - დეპრესიის სეზონია, არა იმიტომ, რომ მოწყენილობაა, უბრალოდ ცივა! ზამთარი კიდევ უარესია - ხან თოვლია, ხან ჭყაპი. ვირუსებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. მაშინ, როცა წინდები და პლედი ვეღარ გვშველის, დასახმატებლად მოდის გლუვაინი - ტრადიციული გერმანული სასმელი.



გლუვაინის ისტორია იწყება ჯერ კიდევ ძველი რომიდან. სანელებლების სწორი კომბინაციის წყალობით, მის ეთერზეთებს დიდი სარგებლობა მოაქვს. ჩვენს სამზარეულოში სასმელი შემოვიდა შეცვლილი სახელით - "გლინტვეინი." გირჩევთ მოამზადოთ ეს არომატული წამალი ახალი რეცეპტით. გაფრთხილებთ - მასში საიდუმლო ინახება! ერთი ეშმაკობა ანიჭებს სასმელს ჯადოსნურ გემოს.



არსებობს გლინტვეინის სახლის პირობებში მომზადების ათასობით ხერხი. კლასიკური ვარიანტისთვის იყენებენ მშრალ ან ნახევრად მშრალ ღვინოს, რომელშიც 7% ალკოჰოლია. მასთან ერთად ადუღებენ დარიჩინს, მიხაკს, ლიმნის კანს, ანაისს და კოჭას, ატკბობენ თაფლით. სასმლის დანარჩენი ვარიანტები - არის ექსპერიმენტები სხვადასხვა კომპონენტის შერევით.

როგორ მოვადუღოთ გლინტვეინი?

ცადეთ მოხარშოთ რუმინული საშობაო გლინტვეინი მოცემული რეცეპტით. ამაზე უკეთესი სასმელი მე არასდროს არსად გამისინჯავს. გაეცანით ინსტრუქციას, თუ როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი გლინტვეინი სადღესასწაულოდ.



თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 ლ წითელი ღვინო (მშრალი ან ნახევრადმშრალი)
  • 250 მლ წყალი
  • 2 ჩხირი დარიჩინი
  • 15 გრ კოჭა
  • 7ც ბაჰარის ("დუშისტი") მარცვალი
  • შავი პილპილის 3 მარცვალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მიხაკის 5 ყვავილედი
  • ანაისის 2 ყვავილი
  • 2,5 გრ დაფქვილი მუსკატის თესლი
  • ილის 3 კვირტი
  • როზმარინის ტოტი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ლიმონი
  • ერთი მუჭა ვაშლის ჩირი
  • 2 ს/კ ყავისფერი შაქარი, ან თაფლი


ინგრედიენტების სია შთამბეჭდავია, მაგრამ სასმელი ამად ღირს. ყველა სანელებლის არომატი სხვადასხვანაირად იხსნება ცხელ და გაგრილებულ სასმელში. ერთია მიირთვათ ცხელი დარიჩინიანი ღვინო და მეორე - დატკბეთ სანელებლების სურნელითა და გემოთი.

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში მოამზადეთ სანელებლების ნარევი. დაასხით ცივი წყალი ვაშლის ჩირებსა და სანელებლებს, გარდა როზმარინისა. ჩირები კარგად იწოვს სანელებლების არომატს და შემდგომ ნელა გამოაქვს ღვინოში. ნარევს შეურიეთ პორთოხლის ცედრა, კოჭა დაჭერით პატარა ნაჭრებად.



  2. სანელებლებისა და წყლის ნარევი დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და დააფარეთ თავსახური. ეს მნიშვნელოვანია! მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ დაახლოებით 2 წუთი და გადმოდგით. გააჩერეთ 1 საათი.

  3. ამოიღეთ ქვაბიდან დაფნის ფოთოლი. თავისი საქმე მან უკვე გააკეთა. თუ დატოვებთ, სასმელს მიეცემა ზედმეტად მწარე დაფნის გემო.



  4. ახლა ყველაზე საინტერესო. სანელებლების ნარევს დაუმატეთ ნახევარი ცივი წითელი ღვინო. სწორედ ცივი, რადგან რაც უფრო დიდხანს მოანდომებს გათბობას, მით უფრო კარგად შეითვისებს სანელებლების არომატს. ნელ-ნელა მიიყვანეთ ის 70 გრადუსამდე. თავსახური აღარ დააფაროთ. ამაზე მაღალი ტემპერატურა არ არის საჭირო, რომ სასმელს არ გაუჩნდეს მომწარო გემო.

    თუ თერმომეტრი არ გაქვთ, მაშინ ტემპერატურა ნეკით შეამოწმეთ. მან უნდა გაუძლოს 5 წამი. შეამოწმეთ ყოველ წუთში, რათა ღვინო არ ადუღდეს.



  5. გადმოდგით სასმელი გაზქურიდან. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთი. დაუმატეთ დარჩენილი ღვინო, ნახევარი ლიმნის წვენი, ფორთოხლის რამდენიმე ნაჭერი, როზმარინის ტოტი და ყავისფერი შაქარი, ან თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ და ისევ გააცხელეთ 70 გრადუსამდე. თავზე უნდა დაახუროთ.



  6. გადმოასხით გლინტვეინი ჭიქებში და დატკბით გემოთი.




ჩვენი რჩევა

თუ თქვენ არ იღებთ ალკოჰოლს, მაშინ ღვინის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყურძნის, ბროწულის ან მოცხარის წვენი. ცადეთ თეთრი ღვინითაც. ესეც გემრიელია. თუ ვერ შოულობთ ცოცხალ სანელებლებს, გამოიყენეთ გამხმარი. და მომზადების შემდეგ აუცილებლად დაიცადეთ 2 წუთი, რომ კარგად დაილექოს ძირზე.



სასარგებლო და გემრიელი სასმლის მომზადება არაა რთული. დარწმუნებული ვართ, ყველაფერი გამოგივათ. ნუ გაიყინებით პლედის ქვეშ, მოიმზადეთ გლინტვეინი!