ამ მცენარეს საოცარი შესაძლებლობები აქვს! ამდენი წელია სახლში მაქვს და მე არ...

ამ მცენარეს საოცარი შესაძლებლობები აქვს! ამდენი წელია სახლში მაქვს და მე არ...
დღეს თითქმის ყველას აქვს სახლში კრასულა, იგივე ბარაქის ხე. მცენარის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით წვენს, რომლის თვისებებზე ცოტა თუ დაფიქრებულა. "fpaparazzi" მოგითხრობთ, როგორ ვაქციოთ შინაური მცენარე ნამდვილ წამლად.

უნდა გაგაფრთხილოთ: კრასულას ფოთლები, სასარგებლო ნივთიერებების გარდა, შეიცავს დარიშხანსაც. ამიტომ, შინაგანი მიღების შემთხვევაში საჭიროა დოზირების ზუსტი დაცვა.



კრასულას სარგებელი

  1. ტუჩებზე ჰერპესული გამონაყარისას, ყოველ 30 წუთში ბუშტუკებზე მოისვით კრასულას წვენი, ან დაიდეთ კომპრესი.

  2. ანგინისგან სწრაფად განკურნებისთვის, აუცილებელია, გამოწუროთ წვენი 10 ცალი ფოთლისგან და გახსნათ ერთ ჭიქა წყალში. ხსნარი გამოივლეთ ყელში დღეში სამჯერ.



  3. ასევე ართრიტისა და ართროზისას, 10-15 ფოთლისგან გამოწურული წვენი შეგიძლიათ წაისვათ დაზიანებულ უბნებზე, ძილის წინ.

  4. ბუასილის დროს მტკივნეულ ადგილას დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი.

  5. კრასულა არჩენს დამწვრობას, სტრიებს, ჭრილობებსა და ჩირქოვან მუწუკებს. ამისათვის საჭიროა დაზიანებულ უბნებზე დავიდოთ ფოთლების ფაფა და დავაფიქსიროთ ბინტით. გამოცვალეთ ყოველ 2-3 საათში.



  6. კრასულას ფოთლების წვენი გამოიყენება გამონაყარისა და მწერების ნაკბენების დროს. შეგიძლიათ, დღეში 4-6 ჯერ წაისვათ იარებზე.

  7. კრასულა დაგეხმარებათ თირკმელების ანთებითი დაავადებების დროს. აუცილებელია დღეში სამჯერ მიიღოთ 1 ს/კ ამგვარი ნაყენი: დააქუცმაცეთ 5 ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.




აი, ამგვარი თვისებები გააჩნია ამ საოცარ ბარაქის ხეს. ხალხური რწმენით, თუ კრასულა აყვავდა, სახლში უნდა ელოდოთ სიმდიდრესა და აღმავლობას. ასე, რომ მოუარეთ მას და დატკბით მისი სიმწვანით. ეს სასარგებლო სტატია კი, გაუზიარეთ მეგობრებს!