ზამთრის ფეხსაცმელის შენახვის 5 "სუფთა" იდეა, რაც თავიდან აგვაცილებს დერეფანში სველი გუბეებისგან.

ზამთრის ფეხსაცმელის შენახვის 5 "სუფთა" იდეა, რაც თავიდან აგვაცილებს დერეფანში სველი გუბეებისგან.
ცივ დროს წინაოთახის იატაკზე გაჩნდება მოზრდილი ფეხსაცმელის რამდენიმე წყვილი. თბილი წაყები და რეზინის ჩექმები დიდ ადგილს იკავებენ, ხოლო წვიმიან და თოვლიან ამინდში ძირებზე რჩება სიბინძურისა და ქვიშის გროვა. ამის გამო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გვიხდება თითქმის ყოველ დღე დერეფანში იატაკების რეცხვა. ჩვენს მიმოხილვაში გაეცნობით რამდენიმე მარტივ და სასარგებლო იდეას, რომლებიც დაგვეხმარებიან ფეხსაცმლის მოვლაში და ჭყაპის თვიდან აცილებაში.

1. ქვესადგამი მდინარის ან ზღვის კენჭებით



უბრალო პლასტიკურ ქვესადგამში შეიძლება მდინარის ან ზღვის ნაპირზე შეგროვებული ქვების დაყრა. ამგვარი საყრდენის წყალობით სიბინძურე ფეხსაცმლიდან ჩაედინება ქვებში, რომლებიც შენიღბავენ ასეთ ჩაქცევებს. იატაკი სუფთა იქნება, ხოლო წინაოთახი - მყუდრო. რათქმაუნდა, პერიოდულად ქვესადგამიც და ქვებიც უნდა დაექვემდებარონ გამდინარე წყალში გარეცხვას. სხვათაშორის, ასეთი ქვესადგამის როლში შეიძლება ვიხილოთ ძველი ლანგარი, ხოლო ქვების ნაცვლად შეიძლება ბაზრებზე ან მაღაზიებში არც თუ ძვირად შესაძენი დეკორატიული ბურთების გამოყენება.

2. დგარი (ბიგი) ვერტიკალური შენახვისათვის



ვერტიკალურად დამჭერი კომპაქტური ბიგი დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ უწესრიგობა და სიბინძურე შემოსასვლელ კარებთან. ჩექმები და წაღები უბრალოდ უნდა წამოვაცვათ ხის ღერობს და ასეთ მდგომარეობაში გავაშროთ.

3. საკიდარი შარვლებისათვის



რამდენიმე საკიდარისა და კადონის დახმარებით შეიძლება ჩექმებისათვის ჩინებული "გარდერობის" გაკეთება. ფეხსაცმლის მრავალგვარი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ მომჭერებზე დავაწებოთ თექას ნაჭრები ან მყარი ქსოვილები.

4. თარო-გისოსი



გისოსის კონსტრუქციის მქონე თაროზე ფეხსაცმელი გაცილებით სწრაფად გაშრება, ვიდრე ჩვეულებრიც თაროზე (სტელაჟზე), სადაც რჩება ჩაქცევები და ლაქები.

5. საცობების "ხალიჩა"



ჩვეულებრივი ღვინის საცობებისგან შეიძლება ჩინებული რამ გაკეთდეს წაღებისა და რკინის ჩექმების შესანახად
და გასაშრობად. უბრალოდ საჭიროა, რომ საცობები დავაწებოთ რაიმე ქვესადგამს ან ლანგარს. ასეთი "ხალიჩას" წყალობით წინაოთახი ყოველთვის იქნება სუფთა და მყუდრო.