ჩემი მეგობარი 2 თვეში სრულიად გარდაისახა... აი, რაში მდგომარეობს საიდუმლო...

ჩემი მეგობარი 2 თვეში სრულიად გარდაისახა... აი, რაში მდგომარეობს საიდუმლო...
როგორც არ უნდა გვინდოდეს დროის შეჩერება, ის ულმობლად მიიწევს წინ. გამოცდილებასთან ერთად მოდის არასასიამოვნო ასაკობრივი ცვლილებები. ჩვენს თაროებზე ჩნდება სულ უფრო მეტი საცხი, ნიღაბი და სკრაბი, რაც მნიშვნელოვნად აისახება ჩვენ საფულეზე.

მაგრამ არსებობს ერთი მარტივი ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც ხშირად შედის ყველა ამ ტონიკის, ლოსიონისა და სხვათა შემადგენლობაში. კოსმეტიკური საშუალებების მთელი არსენალის მაგივრად, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის შრატი, რომელიც მიიღება რძისა და კეფირის ცივი ან ცხელი წესით გადამუშავების შედეგად.



რძის შრატის მომზადება



  • ცივი მეთოდი. გაყინეთ ცხიმიანი კეფირი ისე, რომ გამაგრდეს. დააფარეთ მარლა, ან წმინდა საცერი ჭურჭელს, რაშიც შრატს ამზადებთ. გადმოიღეთ კეფირი. მარლაზე დარჩება ხაჭოსებრი მასა, ხოლო შრატი დაიწრიტება თასში.

  • ცხელი მეთოდი. აადუღეთ (უკეთესია ორთქლზე) რძე (ახალი, ან აჭრილი), ან უცხიმო კეფირი. როდესაც სითხე მთლიანად აიჭრება, გადაწურეთ. თქვენ ასევე მიიღებთ შრატსა და ხაჭოს.


თქვენ ორივე მეთოდით შეგიძლიათ შრატის მომზადება, თუმცა, გახსოვდეთ, რომ სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად უნარჩუნდება ცივი მეთოდით დამუშავებისას.

მიღებული შრატის მოხმარება



შრატის გამოყენება უმჯობესია იმ დღეებში, როცა თქვენ სახლში ხართ, რადგან შეიძლება მან არასასიამოვნო სუნი დაგიტოვოთ. სამაგიეროდ მისგან სარგებელი დიდია! რაც მთავარია, არ მოიხვედროთ იგი თვალების გარშემო, ასევე ახალ ჭრილობებსა და ნაკაწრებზე.

  • ჩამოსაბანად - დილა-საღამოს სახის დასაბანად ჩაანაცვლეთ წყალი შრატით. კანი გაგისუფთავდებათ და უფრო ნათელი გაგიხდებათ.

  • ყინულის სახით - ჩაასხით შრატი ყინულის ფორმაში და გაყინეთ. გაიწმინდეთ სახე ერთი ნატეხი ყინულით დღეში ორჯერ. ეს პროცედურა გააგრილებს კანს, დააწყნარებს მას და მოხსნის შეშუპებას.



  • ტონიკის მაგივრად - წაისვით შრატი სპონჟით დილით და საღამოს. გაიჩერეთ მთლიანად გაშრობამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა უზრუნველყოფს თქვენი კანის ერთიან ტონს.

  • როგორც ნიღაბი - ბამბის ნაჭერს ამოაჭერით თვალის ადგილები. დაასველეთ იგი შრატში. დაიფინეთ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს გახლავთ მკვებავი ნიღაბი.





შრატისგან დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები

  1. გამწმენდი სკრაბი

    1 ს/კ შრატს შეურიეთ 1 ს/კ ყავის ნალექი (ღრმა წმენდისთვის) ან დაფხვნილი შვრიის ფანტელები (მსუბუქი ეფექტისთვის). მსუბუქად შეიზილეთ მიღებული მასა. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და ერთი საათის განმავლობაში ნუ წაისმევთ სხვა ნიღბებს ან საცხს.


  2. ნიღაბი კანის ნათელი და ერთიანი ფერითვის

    დაფქვით 50 გრ ხმელი ბარდა, შეურიეთ 5 წვეთი ფორთოხლის ან ლიმნის ზეთი და 1 ს/კ შრატი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით და გაიჩერეთ 20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვისაც აქვს მშრალი და გაუხეშებული კანი.

  3. აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

    აურიეთ ერთმანეთში 1 ს/კ ხაჭო და 1 ს/კ შრატი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, შეურიეთ კვერცის გული, თუ ცხიმიანი - ცილა. წაისვით და გაიჩერეთ ნახევარი საათით. ჩამოიბანეთ, კარგად გაიმშრალეთ სახე და შეიზილეთ შრატი სპონჟით. კარგად შეიშრეთ. 2 საათის განმავლობაში ნუ გამოიყენებთ კოსმეტიკურ საშუალებებს.

  4. მკვებავი ნიღაბი

    ჩაჭყლიტეთ 50 გრ ჭვავის პური 2 ს/კ შრატში. შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ.


აი, ასე მარტივად შეუძლია უბრალო პროდუქტს გახადოს თქვენი კანი სუფთა, ნათელი და ახალგაზრდა. აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინფორმაცია!