სახსრების მკვლელი 9 პროდუქტი. ექიმები დაჟინებით გვირჩევენ ჩავანაცვლოთ...

სახსრების მკვლელი 9 პროდუქტი. ექიმები დაჟინებით გვირჩევენ ჩავანაცვლოთ...
ართრიტი - სამწუხაროდ არც ისე იშვიათი დაავადებაა. როგორც წესი, ტკივილი არის დაავადების მთავარი სიმპტომიც და შემდგომი თანმდევიც. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეფექტური მეთოდი სასხსრების ტკივილის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთოდ არ გახლავთ ანალგეტიკების მიღება. სწორი კვება - ეს არის გასაღები, რომ თავი მშვენივრად იგრძნოთ.



კვების გარკვეული სქემის დაცით და რაციონიდან იმ პროდუქტების ამოღებით, რომლებიც ზიანს აყენებენ სახსრებს, შესაძლებელია ანთებითი პროცესისა და ტკივილის მნიშვნელოვნად შესუსტება, შეშუპებისა და ზედმეტი წონისგან გათავისუფლება.

მოაშორეთ ეს 9 პროდუქტი მაცივრიდან!

  1. რაფინირებული ნახშირწყლები

    ასეთი ნახშრწყლები უხვადაა ყველანაირ გამომცხვარ პროდუქტში, ტკბილეულში, ჯემებში, სოუსებსა და გაზიან სასმელებში. ამგვარი მავნე სასუსნავების არარაციონალური მიღება მარტივად მიგიყვანთ ზედმეტ წონამდე. ამას თან სდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა სახსრებში. ისინი ვერ მიიღებენ საკმარის საკვებ ნივთიერებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ართრიტი გაგიმწვავდებათ.




  2. ხორციანი კერძები

    ცხოველური პროდუქტების შემადგენლობაში შედის არიციდონიკური მჟავა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იშლება ეკოზანოიდებად, რაც იწვევს სახსრების ანთებას და ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. საუბარია ცხიმიან ხორცზე - ღორისა და ძროხის.




  3. წებოვანა

    წებოვანას (გლუტეინი), რომელიც შედის ხორბალში, ჭვავში, ქერსა და შვრიაში, შეუძლია გახდეს სახსრების ანთებითი დაავადების გამომწვევი მიზეზი. კვლევებმა აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ადამიანებს, რომლებმაც რაციონიდან ამოიღეს წებოვანას შემცველი პროდუქტები, უმრავლეს შემთხვევაში აღენიშნებათ სრული რემისია.




  4. რძის პროდუქტები

    ამ პროდუქტების ამოღება რაციონიდან უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ორგანიზმის თავისებურების გათვალისწინებით.

    რძე და რძის პროდუქტები - კალცისა და D ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა, რომლებიც ხელს უწყობს ძვლებს გამკვრივებაში. თუმცა ამ პროდუქტების ამოღება ამცირებს ართრითის სიმპტომებს.




  5. მაგარი ჩაი და ყავა

    მაგარი მატონიზირებელი სასმელების მიღებაზე უარის თქმა უმჯობესია იმიტომ, რომ მათ შემადგენლობაში შემავალი კოფეინი კალცს აცლის ძვლოვან ქსოვილს. ეს კი ართრიტის ჩამოყალიბებას უწევს პროვოცირებას, ან ამძიმებს დაავადების მსვლელობას.




  6. შემწვარი საკვები

    შემწვარი ცხიმიანი საკვები არავისთვის არაა სასაგრებლო, მით უმეტეს ართრიტით დაავადებულებისთვის. გემრიელ კერძებზე უარის თქმა რთულია, მაგრამ შემდგომ არ გაგიკვირდეთ, თუკი გაგიჩნდებათ გულთან, ღვიძლსა და სასხსრებთან დაკავშირებული პრობლემები.




  7. ძაღლყურძენასებრნი

    ბადრიჯანი, წიწაკა, კარტოფილი, პომიდორი - ყველა მიეკუთვნება ბედშავ ძაღლყურძენასებრებს. ამგვარ ბოსტნეულში უხვადაა ალკალოიდური სოლანინი, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ნერვულ სისტებაზე, იგი შეიძლება გახდეს უძილობის, თავის და სახსრების ტკივილის მიზეზი. ართრიტით დაავადებული ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ამ პროდუქტების მიმართ.

    ამ ბოსტნეულზე უარის თქმა რთულია, თუმცა მათი მოხმარების შემცირება ყველას შეუძლია. სხვათა შორის თერმული დამუშავებისას პომიდორი და წიწაკა კარგავს მავნე ალკალოიდების ნახევარს.




  8. ალკოჰოლი

    სპირტიანი სასმელების მიღება ართრიტის დროს ამძიმებს დაავადებას, აძლიერებს ანთებით პროცესებს. ამასთან კალიუმის დონე დაბლა იწევს, ეს კი გამოიწვევს შეშუპებას , რასაც თან სდევს ხრტილოვანი ქსოვილის გამოფიტვა. ასევე საშიშია სპირტიანი სასმელის მიღება ანალგეტიკებთან ერთად.



  9. სუფრის მარილი

    ეს, თითქოსდა უვნებელი თეთრი კრისტალები - სახსრების დაუძინებელი მტერია! მარილის მიღება ხელს უწყობს მარილების დაგროვებას სახსრებში, ამცირებს ძვლოვან მასას, აძლიერებს შეშუპებას, ანთებას და ტკივილს.



შესაბამისი მკურნალობის გარეშე ართრიტი შეიძლება გახდეს მიზეზი ინვალიდობის, რადგან იწვევს გამოუსწორებელ ცვლილებებს სახსრებში! აკონტროლეთ წონა, ნუ გაწევთ ეკონომიას ხილსა და ბოსტნეულზე, უარი თქვით ალკოჰოლზე, მწარე სანელებლებზე და იმ პროდუქტებზე, რომლებიც ამწვავებს დაავადებას. ამგვარი ცხოვრების წესი - ართრიტის საუკეთესო პროფილაქტიკაა. იყავით ჯანმრთელები!

არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს ეს სასარგებლო სტატია.