მან ააშენა 18 კვ.მ ფართობის სახლი ალიასკაზე. აქ ნამდვილად ღირს გამვლელის შემოპატიჟება...

მან ააშენა 18 კვ.მ ფართობის სახლი ალიასკაზე. აქ ნამდვილად ღირს გამვლელის შემოპატიჟება...
ბინის თემაზე ყველა ზრდასრული ადამიანი დაფიქრებულა. ზოგი ოცნებობს კერძო სახლზე, ზოგი კი ერთ ოთახიან ბინასაც ეგუება. არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც 18 კვადრატული მეტრიც საკმარისია ყველაფრის მოსათავსებლად.

ანა უაიტი და მისი მეუღლე ჯეიკობი გაიზარდნენ ცივ ალიასკაზე. პირველი სახლი მათ ააშენეს თავიანთთვის: ანამ პროექტი გააკეთა, ხოლო მეუღლემ - ხელის სამუშაო. ახლა წყვილი აშენებს მრვალაფეროვან სახლებს, მათ შორისაა ეს ხელოვნების ნიმუშიც.





თავიდან სახლისთვის ამხელა ფართს სკეპტიკურად უყურებ. მაგრამ სახლის ხიბლი იმაშია, რომ თითქმის მთელი ავეჯი დასაკეცია, რასაც ადვილად დამალავ სათავსოში.



ეს ხომ ალიასკაა, ყველა მილი სახლის შიგნით უნდა იყოს, რომ არ გაიყინოს. ამიტომ, ისინი განალაგეს სამზარეულოს იატაკის ქვეშ. სახლი არა მარტო ტევადია, არამედ კომფორტული ცხოვრებისთვისაც გამოსადეგი.



საწოლი შეგიძლიათ აწიოთ და ჩამოწიოთ ხელნაკეთი ლიფტით ღილაკზე თითის დაჭერით.





დივანი ანამ მობილობისთვის 3 ნაწილად დაჭრა, მასში შეგიძლიათ საჭირო ნივთების შენახვა და ზედ მოათავსებთ 3 ადამიანს.





ვერ მიაგენით მაგიდას ამ სახლში? მასპინძელი გამოაღებს ტუმბოს კარს და ვუალა - ხის მაგიდაც თქვენს წინაშეა.



ყავის მაგიდები შეგიძლიათ მარტივად გადააკეთოთ რბილ დასაჯდომიან მოსახერხებელ სკამებად.



სახლი სავსეა საიდუმლო სათავსოებით!



კუთხის ტუმბოს მაგივრად სამზარეულოში მოთავსებულია სარეცხი მანქანა.

გამოიცანით, სად არის საშხაპე?



აბაზანა პატარაა, მაგრამ ფუნქციონალური.



რაც შეიძლება მეტი სათავსო!





თვალებს ვერ უჯერებთ? 18 კვ.მ სახლი იტევს ბევრ საჭირო და სასარგებლო ნივთს? ანამ და მისმა მეუღლემ კარგად იმუშავეს დიზაინზე: არაფერი ზედმეტი და ხელაფერი ხელთან ახლოს.