ნიორის დახმარებით ძარღვების გაწმენდის ტიბეტური რეცეპტი. უმჯობესდება მახსოვრობა და ქრება თავის ტკივილები

ნიორის დახმარებით ძარღვების გაწმენდის ტიბეტური რეცეპტი. უმჯობესდება მახსოვრობა და ქრება თავის ტკივილები
ფაქტები შემაშფოთებელია: ქოლესტერინის მატება ადრე თუ გვიან იქვევს ძარღვების კედლებზე ათეროსკლეროტიკული ბალთების გაჩენას.



დროთა განმავლობაში ქოლესტერინული ბალთები ზომაში იზრდებიან და ძარღვებში სისხლის დინება ირღვევა. ამიტომ ქოლესტერინისგან ძარღვების გასუფთავება მწვავედ დგება დღის წესრიგში. ძარღვების გასაწმენდად ნიორისგან დამზადებული ნაყენი - ჩინებული არჩევანია იმიტომ, რომ ძირითადი ინგრედიენტი საყოველთაოდ ხელმისაწვდომია და, ამის გარდა, არის ჩინებული იმუნომოდულატორი.



ნიორი მდიდარია C ვიტამინით, B6 ვიტამინით და მარგანეცით. მაგრამ ადამიანის ორგანიზმისათვის ნიორის ძირითადი სარგებლობა ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღმაა. მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკი ალიცინი - აი მისგან სარგებელი. საინტერესოა, რომ 1944 წელს ალიცინი სწორედ პირველად იქნა მიღებული სწორედ ნიორის სპირტოვანი ექსტრაქტიდან.



ალიცინის უმნიშვნელოვანეს თვისებას წარმოადგენს ის, რომ მას სძალუძს უკან შეაბრუნოს ათეროსკლეროტიკული ბალთების განვითარების პროცესი და გაწმინდოს სისხძარღვოვანი არტერიები.

ნივრის ნაყენის სრული კურსის მიღების შემდეგ ბევრი ამჩნევს მუშაობისუნარიანობის და გონებრივი აქტივობის მკვეთრ ამაღლებას, წონაში დაკლებას, საერთო განწყობის გაუმჯობესებას.

ნივრისა და სპირტის ნაყენი
ინგრედიენტები:
  • 350 გ. ნიორი
  • 0,5 ლ. სპირტი (96 გრადუსიანი)


ნაყენის დამზადება:
1. წვრილად დაჭერით ნიორი ან დანაყეთ ავანდასტაში


2. აურიეთ სპირტთან ერთად

3. დადგით 10 დღით ბნელ ადგილას.


4. 10 დღის გაატარეთ ნაყენი საწურში. დატოვე ბოთლი სპირტი ორი დღით დასაყენებლად.

ნაყენის მიღება საჭიროა შემდეგი მეთოდიკით:
  1. პირველ დღეს აუცილებელია დილიდანვე 1 წვეთის დალევა, სადილის დროს - 2 წვეთის, საღამოს კი - 3 წვეთის.
  2. მეორე დღე იწყება დილიდანვე 3 წვეთის მიღებით, სადილზე - 4 წვეთის, ვახშამზე - 5 წვეთის.
  3. მესამე დღეს დილიდანვე უნდა დალიოთ 5 წვეთი, სადილზე - 6, ხოლო საღამოს - 7 წვეთი.

  4. მკურნალობის მეოთხე დღე იწყება 7 წვეთით, სადილზე საჭიროა 8, ხოლო ვახშამზე - 9 წვეთი.
  5. მეხუთე დღე იწყება 10 წვეთით, სადილზე მოგიწევთ 11 წვეთის დალევა, ხოლო საღამოს - 12 წვეთის.
  6. მკურნალობის მეექვსე დღე უნდა დაიწყოს დილით 15 წვეთის მიღებით, სადილზე - 14 წვეთის, ხოლო საღამოს 13 წვეთის. ამ დროიდან გრძელდება ერთი ერთეულით წვეთების კლება იმ მომენტამდე, სანამ მკურნალობის მეათე დღეს ვახშამზე არ მოგიწევთ ერთი წვეთის დალევა.
  7. ნაყენის მიღების მეთერთმეტე დღეს იწყება 50 მილიგრამ (დაახლოებით სუფრის კოვზის მოცულობის) რძესთან გაზავებული წვეთების მიღება - დღეში სამჯერ, ყოველ ჯერზე ზუსტად 25 წვეთი. და ეს გრძელდება ნაყენის გამოლევამდე.


მოამზადეთ ნაყენი შემოდგომაზე, როცა მოიკრიფება ნიორი (წამლის მიღების დაწყების ბოლო ვადაა იანვრის დასასრული, როცა ნიორს ძალა აქვს). გვიან უკვე არაეფექტურია. წამლის მიღების პროცესში დალიეთ არანაკლებ ორი ლიტრი წყალი დღე-ღამეში ღვიძლის მუშაობის შემსუბუქების მიზნით.

მეტი იმოძრავეთ, არ დალიოთ ყავა, ძლიერი ჩაი, კაკაო, არ გამოიყენოთ ცხარე სანელებელი და საკაზმი.



მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარება რეკომენდირებულია ხუთი წლის შემდეგ. ამ წამლის მიღება არ შეიძლება ჭარბი კუჭის წვენის მჟავით, გასტრიტით და კუჭის წყლულით დაავადებული ადამიანებისათვის.


ნივრის ნაყენის მიღების შედეგად რაიმე ქრონიკული დაავადების გამწვავების ან დისკომფორტის შემთხვევაში მკურნალობის კურსი უცილობლად უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს.


ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქოლესტერინის მოჭარბებული დონის პრობლება კომპლექსურ ხასიათს ატარებს და კვების რაციონის შეცვლის გარეშე ის ვერ გადაწყდება.