ეს 6 პროდუქტი წმენდს ღვიძლს ტოქსინებისგან. ნამდვილად შველის!

ეს 6 პროდუქტი წმენდს  ღვიძლს ტოქსინებისგან. ნამდვილად შველის!
ღვიძლი გახლავთ ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო. იგი დასვენებების და შვებულებების გარეშე ეხმარება ჩვენს სხეულს ტოქსინებთან გამკლავებაში. მავნე საკვებისა და ალკოჰოლის მიღების, ასევე სტრესის გამო ამ მნიშვნელოვან ორგანოს უფრო მეტად უჭირს მუშაობა. ამიტომ დროდადრო ღვიძლი საჭიროებს გაწმენდას.

ამისათვის ჩვენ შევადგინეთ 6 პროდუქტისგან შემდგარი სია. დიეტის დროს უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, შეამციროთ თამბაქოს მიღება, ასევე ამოიღეთ ცხიმიანი, დამარილებული, შემწვარი და შებოლილი პროდუქტი. ტკბილეულის მოყვარულებისთვის არაა რეკომენდებული ბევრი შაქრის მიღება. ჩაანაცვლეთ ის თაფლით.

ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები

  1. ნიორი

    ნიორს აქვს უამრავი სამკურნალო თვისება, მათ შორის ღვიძლის წმენდა. ეს მას ძალუძს მასში შემავალი ანტიოქსიდანტებისა და მინერალების წყალობით. ღვიძლში წნევის რეგულირებისა და სისხლძარღვების წმენდისთვის საჭიროა სელენი და არგინინი, რაც ნიორში უხვადაა!

    ეს 6 პროდუქტი წმენდს  ღვიძლს ტოქსინებისგან. ნამდვილად შველის!


  2. გრეიფრუტი

    თუ თქვენ გრეიფრუტს მიიღებთ ზომიერად, თქვენ ღვიძლს ყველაფერი კარგად ექნება. და აი, რატომ: ეს ციტრუსი გლუტავთიონის ბუნებრივი წყაროა. ის არის უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტი, რომელიც კვებავს ღვიძლს და აძლიერებს იმუნიტეტს. უბრალოდ გრეიფრუტის პატარა ლებანი უნდა ჩააგდოთ ჩაიში ლიმნის მაგივრად.




  3. ჭარხალი

    ჭარხალი, სასარგებლოა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც კუჭი აწუხებს, იგი მეტად მნიშვნელოვანია ღვიძლის სწორი მუშაობისთვის. ეს ბოსტნეული აღადგენს და ანახლებს ღვიძლის უჯრედებს. ჭარხლითა და მისი წვენით ღვიძლის გაწმენდა ყველაზე მსუბუქი მეთოდია.




  4. ზეითუნის ზეთი

    ღვიძლის გასაწმენდად მოასხით სალათს ზეითუნის ზეთი. მას აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. განსაკუთრებით გაბედულები მას უზმოზე სვამენ. თუმცა მისი დამატებაც რაციონში სავსებით საკმარისია.



  5. თაფლი

    მართალია ტკბილი უნდა ამოიღოთ რაციონიდან, მაგრამ თაფლი შეგიძლიათ და აუცილებელიცაა, დატოვოთ. დიეტოლოგები გირჩევენ, მიიღოთ 1 ჩ/კ თაფლი დღეში ორჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მისი აქტიური კომპონენტები ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას და ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღდგენას.



  6. კურკუმა

    ღვიძლს უყვარს აღმოსავლური სანელებელი - კურკუმა. დაამატეთ ის კერძში, განსაკუთრებით ხორციანში. კურკუმა ხელს უწყობს ღვიძლის გამოჯანმრთელებას და ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებასა და გადინებას.




შეეცადეთ დაამატოთ რაციონში თუნდაც ერთი ამ პროდუქტთაგანი და თქვენ ნახავთ, როგორ გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა.