4 ეფექტური საშუალება ჩამოწეული ქუთუთოების მოსაშორებლად

4 ეფექტური საშუალება ჩამოწეული ქუთუთოების მოსაშორებლად
ნაოჭები, დაბერილი სისხლძარღვები, ჩამოწეული კანი სახესადა და კისერზე - სიბერის ერთ ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია. დღეს ჩვენ გაგანდობთ საიდუმლოს თუ როგორ შეიძლება დავჭიმოთ ჩამოწეული ლოყები. სიმკვრივე დაკარგული კანი, აუშნოვებს სახის ნაკვთებს და მომენტალურად გათქვამს თქვენს ასაკს. ეს საშუალებები დაგეხმარებათ ლოყების დაჭიმვაში და დაგიბრუნებთ კანის სიმკვრივეს.



საიდან ჩნდება ბულდოგის ლოყები?

  • უთუოდ ასაკს თავისი მიაქვს. სახისა და კისსრის კუნთები წლების მომატებასთან ერთად კარგავენ ყოფილ ტონუს, ხოლო კანი იწყებს ჩამოწელვას. 40 წლის მიღწევასთან ერთად ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება.
  • უშუალო როლს თამაშობს გენეტიკა. თუ თქვენმა დედამ ნაოჭებთან ბრძოლა ადრეულ ასაკში დაიწყო, სავარაუდოთ თქვენც იგივე პრობლემას გადაეყრებით.
  • ზედმეტი წონა - კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც თქვენმა კანმა შეიძლება ჩამოწელვა დაიწყოს.
  • ზედმეტი ულტრა იისფერი სხივები კანის ტონუსის დაქვეითებას უწყობს ხელს.
  • მოწევა ასუსტებს კანისათვის ჟანგბადის მიწოდებას და აუარესებს სახის ფერს.

ასე რომ, აი თქვენ 4 რჩევა, რომელიც დაეხმარება კანს ყოფილი სიმკვრივის დაბრუნებაში:
  1. ნიღბები - სახლის პირობებში
    თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებთ სალონში წასვლას, გაგაცნობთ სახლის პირობებში ნიღაბის მომზადების რამოდენიმე რეცეფტს. რომელთა მეშვეობით შეიძლება კანისათვის სიმკვრივის დაბრუნება.
    • თაფლისა და არაჟნის ნიღაბი
      ასეთი ნიღაბი მშვენივრად კვებავს კანს და აუმჯობესებს სახის ფერს. აურიეთ თაფლი და არაჟანი თანაბარი პროპორციით ერთმანეთში და დაიტანეთ სახეზე 15 წთ-ით.
    • კვერცხის ნიღაბი
      აიღეთ 2-3 კვერცხის ცილა, დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი და დაიტანეთ სახეზე. თუ კანი ცხიმიანი გაქვთ ცილა ათქვიფეთ შვრიის ფანტელში. 10 წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კვერცხის ცილა მშვენივრად ჭიმავს კანს.
    • სახის სკრაბი სახლის პირობებში
      2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელს დაასხით ცხელი წყალი და ჩაუმატეთ თითო კოვზი თაფლი, ნუშის ფქვილი და იოგურტი. მიღებული მასა შეიზილეთ კანში და ჩამოიბანეთ უბრალო წყლით. ასეთ სკრაბს მკვეთრად გამოხატული დამჭიმავი ეფექტი გააჩნია.

  2. სწორი კვება
    თუ თქვენ გნებავთ კანს ტონუსი დაუბრუნოთ, ამ შემთხვევაში უარი უნდა თქვათ მარილზე, შაქარზე, ცხიმიანი კვების პროდუქტებზე, ნამცხვრებსა და ალკოჰოლზე. მარილის ზედმეტი რაოდენობა იწვევს დასიებას, ხოლო შაქრის კი ზედმეტ წონას, რაც უსათუოდ გამოიხატება სხვა დანარჩენთან ერთად თქვენს სახეზე. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც მიზეზია კანის ცუდი მდგომარეობისა. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული და განტვირთვის დღეებსაც ნუ დაივიწყებთ.

  3. სახის მასაჟი
    წესად შემოიღეთ გაანებივროთ სახე მასაჟით. დილით 10 წუთი საკმარისი იქნება, რომ დაუბრუნოთ დაღლილ სახეს ჩვეული ტონუსი.
    • თაფლის მასაჟი
      თაფლის მასაჟი კეთდება ტაშის შემორტყმის მაგვარი მოძრაობებით. მასჟს დასრულების შემდეგ თაფლი ჩამოიბანეთ, სახეზე კი დამატენიანებელი კრემი წაისვით. ეს დაგეხმარებათ აიმაღლოთ კანის სიმკვრივე და ელასტიურობა.
    • სახის მასაჟი ნამიანი პირსახოცით
      დაასველეთ პირსახოცი ბალახების ნახარშში ან მარილიან წყალში და სახეზე მსუბუქად, ტაშივით შემოირტყით. ასეთი მასაჟ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.


  4. სახის ვარჯიში
    ვარჯიში სახისათვის - კარგი საშუალებაა ჩამოკიდებული ლოყებისათის.
    • ამოძრავეთ თავი გვერდიდან გვერდზე ისე, რომ სახის კუნთები კარგად დაიჭიმოს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ასეთი მდგომარეობა. შემდგომ გაიმეორეთ ეს ვარჯიში მხარეების შეცვლით.
    • შეაბრუნეთ კისერი სხვადასხვა მხარეს მინიმუმ 5-ჯერ.
    • გაბერეთ ლოყები და ენერგიულად გადააგორეთ ჰაერი პირში. შემდგომ მთელი ძალით გამოუშვათ ჰაერი პირიდან. გავიმეოროთ 10-ჯერ.
    • გაბერეთ ლოყები და მკვეთრად გამოუშვით დაკუმული ტუჩებიდან. გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ.
    • დაფარეთ ლოყები ხელებით ისე რომ ტუჩები მოხვდეს თითებს ქვეშ, შეეცადეთ გაიღიმოთ ისე რომ დაძლიოთ ხელების ჭინააღმდეგობა. მოადუნეთ სახე და გაიმეორეთ ვარჯიში.

    უბრალო ვარჯიშები, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ სახლის პირობებში იძლევა გადასარევ შედეგებს. თქვენი კანი თანდათან შეიძენს ელასტიურობას და ტონუსს, ხოლო ჩამოკიდებული ლოყები შესამჩნევად აიწევს.

თქვენ მეტი აღარ დაგჭირდებათ ფულის ხარჯვა ძვირადღირებულ სალონებში. ეს უბრალო რეკომენდაციები დაგეხმარებათ დაივიწყოთ თქვენი წლოვანება და ჩამობერილი ლოყების პრობლემა.