მდიდართა ზოდიაქოს რეიტინგი Forbes-ის მიხედვით

მდიდართა ზოდიაქოს რეიტინგი Forbes-ის მიხედვით
გაზეთ Forbes-ის მკლევართა ჯგუფმა, მსიოფლიოს უმდიდრესი ადამიანების გამოვლენის შემდეგ, გადაწყვიტა შეესწავლა ეს საკითხი, ასტროლოგიური ზეგავლენის თვალსაზრისით. მათ გააანალიზეს ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი, რათა დაედგინათ მათგან რომელი ხდება ყველაზე ხშირად დიდი ქონების მფლობელი. ეს, რა თქმა უნდა, სტატისტიკაა, მაგრამ მასში იკვეთება გარკვეული მიდრეკილება და კანონზომიერებაც.

ეჭვგარეშეა, რომ წარმატება და სიმდიდრე ყოველთვის არაა ერთმანეთის თანმდევი. ზოგს თუ ერგება დიდი მემკვიდრეობა, სხვა დიდი ჰონორარის გამომუშავების მიუხედავად, არც თუ პატარა წილს ქველმოქმედებას ახმარს. თუმცა საინტერესოა გავიგოთ არსებული ტენდენციები. წარმოგიდგენთ მდიდართა ზოდიაქოთა რეიტინგს.



  1. ქალწული
  2. მორიელი
  3. ტყუპები
  4. ვერძი
  5. სასწორი
  6. კირჩხიბი
  7. თხის რქა
  8. ლომი
  9. კურო
  10. თევზები
  11. მერწყული
  12. მშვილდოსანი


როგორც აღმოჩნდა, სიის ლიდერები არიან ქალწულები, რაც გასაგებიცაა. ინფორმაცია საკმაოდ სანდოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალიტიკურ პროექტში განიხილეს 613 მილიარდერი არსებული 793-დან, რომელთა სახელებიც ფიგურირებს ჟურნალ Forbes-ში.

"ქალწულთა ჯგუფში" 70-ზე მეტი ადამიანი მოხვდა. ეს ნიშანი ყოველთვის გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, ჯანსაღი სურვილებით, განსაკუთრებული ყურადღებით დეტალების მიმართ და ანალიტიკური აზროვნებით. პლანეტის ყველაზე მდიდარ ქალწულთა შორის არიან - სამხრეთ ამერიკელი მოთამაშე უორენ ბაფეტი, რომლის ქონება შეფასებულია 42 მილიარდად; ასევე ლარი ელისონი, Oracle-ს მეთაური, რომლის ქონება შეადგენს 16 მილიარდ დოლარს და ლუკოილის კორპორაციის ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი, 11 მილიარდის მფლობელი.

ასტროლოგი მაიკლ ლატინი აღნიშნავს, რომ ბევრი მილიარდერი არ არის ფულის მადევარი. უმეტესობა მათგანს ამოძრავებდა მაღალი პოზიციების დაკავების სურვილი ნებისმიერ საქმეში. ამასთან, უმეტესობა ქალწულებისა, მსხვილი კომპანიების მფლობელები, მართლაც ბედნიერები არიან, როცა ხალხისთვის სარგებლობა მოაქვთ, როდესაც ქმნიან მათთვის ხარისიან საქონელს და მომსახურებას.


Forbes-ის სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ მდიდარი ადამიანები იბადებიან ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით. საკმაო ხანი ხომ უმდიდრეს ხალხთა სიის თავში იდგა მორიელი, კერძოდ ბილ გეითსი. ყველაზე მდიდარი რუსიც, რომან ამრამოვიჩი, ხომ მორიელია. ასტროლოგების აზრით, ყველაზე მკაფიო ხასიათის თვისება მორიელებში - ვნებიანობაა. ამიტომ მათი მიზანები ამართლებს სხვადასხვა საშუალებებს. ეს წარმატებული სტრატეგოსები აღწევენ სასურველ მიზანს და გარშემომყოფებსაც ჩააგონებენ თავიანთ იდეებს, მიუხედავად მათი სურვილისა. Windows-ის უბადლო პროდუქცია ამის ნათელი მაგალითია.

ჯიუტი და ენერგიული ვერძი სიის 8%-ს შეადგენს, რომელთა შორისაა Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი სტივ ბოლმერი და ცნობილ მაღაზიათა ქსელ IKEA-ს დამფუძნებელი ინგვარ კამპადი.

მერწყული, რომელსაც მიიჩნევენ იდეალისტად. ისინი დამაჯერებლად მიდიან მიზნისკენ. მათ შორისაა პოპულარული შოუს წამყვანი ოპრა უინფრი და ახლანდელი №1 მდიდარი - მექსიკის ტელემაგნატი კარლოს სლიმი.

მშვილდოსნებში ყველაზე ცოტა მილიარდერი აღმოჩნდა. ფეთქებად და გართობის მოყვარულ მშვილდოსნებს ხელს უშლის გაფანტულობა და წვრილმანების ვერ შემჩნევის თვისება. ისინი ძირითადად განგებას ეყრდნობიან. მილიადრერთა შორის ფიგურირებს ცნობილი რეჟისორი სტივენ სპილბერგი და პროდიუსერი არნონ მილჩანი.

კუროთა უმეტესობამ გამოიმუშავა თავისი მილიარდი ხასიათის იშვიათი სიმტკიცის და საღი აზრის წყალობით. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს სამომხმარებლო ბაზრის პროდუქციის მწარმოებლებმა, კომპანია Red Bull-ის თანადამფუძნებელმა დიტრიხ მატეშიცმა და Dyson-ის მტვერსასრუტების შემქმნელმა ჯეიმს დაისონმა.

პროფესიონალი ასტროლოგები გვირჩევენ, არ გამოვიტანოთ ნაჩქარევი დასკვნები. ყოველი ადამიანის ჰოროსკოპში ხომ გამოხატულია 9 პლანეტა, რომლებიც, გარდა ზოდიაქოს ნიშნისა, ახდენენ გავლენას ადამიანის ბედსა და წარმატებაზე. თუ ეს მასალა თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.