სუპერსკრაბი მსხვილი ნაწლავისთვის! ვსვამ ყოველ დილით, საღამოს კი სასწორზე სიხარულით ვდგები.

სუპერსკრაბი მსხვილი ნაწლავისთვის! ვსვამ ყოველ დილით, საღამოს კი სასწორზე სიხარულით ვდგები.
გაზაფხული, ზაფხული, ზღვისპირეთში მოგზაურობა ან სულაც დაუგეგმავი წვეულება. ბევრ მსგავს შემთხვევას ხშირად სევდა ახლავს თან, რადგან როგორც წესი, წინა დღით აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ საყვარელი კაბა აღარ გვეტევა ან საცურაო კოსტიუმში უხერხულად გამოვიყურებით. იმისათვის, რომ მსგავსი სიტუაციები ყოველდღიურობად არ გადაიქცეს, Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ საოცარი სკრაბის დამზადების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ყოველთვის ფორმაში შეძლებთ ყოფნას.



აღმდგენი, გემრიელი და ეფექტური წიწიბურის ფქვილის კოქტეილი, რომელსაც უამრავი გამაგანსაღებელი დანიშნულება აქვს:

  • ასუფთავებს არტერიებს და არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს;
  • აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას;
  • დადებითად მოქმედებს პანკრეასის დაავადებების დროს;
  • ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან;
  • აძლიერებს ნერვულ სისტემას და ზრდის კუნთების მუშაობის ეფექტურობას.



კოქტეილის რეცეპტი

დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე, უნდა მიიღოთ წინა ღამით დამზადებული კოქტეილი.

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. წიწიბურის ფქვილი
  • 1 ქილა დაბალკალორიული კეფირი



მომზადება:

1. მოამზადეთ ფქვილისებრი მასა წიწიბურისგან ყავის საფქვავის გამოყენებით.
2. მიღებული მასა ჩაყარეთ კეფირში, კარგად შეანჯღრიეთ და მოათავსეთ მაცივარში.

მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე მიირთვით წინა დღისით დამზადებული ნარევი. მიიღეთ ეს კოქტეილი ყოველდღიურად 14 დღის განმავლობაში. ერთი თვის შემდეგ მიღების კურსი შეგიძლიათ განაახლოთ. ეს საოცარი სასმელი დაგეხმარებათ ყოველდღიურად 500 გრამზე მეტი მოიკლოთ, თუ პარალელურად შეამცირებთ ცომეულის, ტკბილეულის და ალკოჰოლის მიღებას.