მან სახლის წინ ზღვა ყვავილები დარგო, რათა დაბრმავებულ მეუღლეს მათი სურნელით ტკბობა შეძლებოდა
იაპონელი ცოლ-ქმარი კუროკი ბედნიერი წყვილი იყო: 2 შვილი აღზარდეს და თავიანთი რძის ფერმით იყვნენ დაკავებული. გართულებული დიაბეტის გამო, ქალბატონმა კუროკიმ მხედველობა დაკარგა. ქალი დეპრესიაში ჩავარდა, სახლიდან არ გამოდიოდა. მისმა მეუღლემ საყვარელი ადამიანის განწყობის ასამაღლებლად ულამაზესი ხერხი მოიგონა: სახლის წინ ყვავილების მთელი ბაღი დარგო, რათა მათ სურნელის გამო მეუღლე სახლიდან გამოსულიყო.