ამ პროცედურის წინააღმდეგ სოკოვანი ინფექცია უძლურია. 2 იაფი კომპონენტი და 10 წუთი...

ამ პროცედურის წინააღმდეგ სოკოვანი ინფექცია უძლურია. 2 იაფი კომპონენტი და 10 წუთი...
საუკეთესო გზა სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად, ისევე როგორც მრავალი დაავადების სამკურნალოდ და თავიდან ასარიდებლად, სწორად შერჩეული დიეტაა. ადამიანების უმრავლესობა უშედეგოდ ებრძვის ფრჩხილის სოკოს ან მიღებული შედეგი მხოლოდ დროებითია და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ეს უსიამოვნო მოვლენა კვლავ იჩენს თავს. რა განაპირობებს ყოველივე ამას? ექიმების უმრავლესობა საკუთარ პაციენტებს სოკოს სამკურნალოდ მხოლოდ გარეგანი გამოყენების პრეპარატებს უნიშნავს, რომლებიც დაავადების სიმპტომებს ხსნის, თუმცა მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი აღმოუფხვრელი რჩება.

იქამდე, სანამ თქვენს ორგანიზმში ბინადარ სოკოს ხელსაყრელი გარემო ექნება გამრავლებისთვის, მის თავიდან მოშორებას ვერაფრით შეძლებთ. იმისათვის, რომ სამუდამოდ გადაჭრათ პრობლემა და თავიდან აირიდოთ მომავალში მისი განვითარება, აუცილებელია კვების რაციონიდან ისეთი პროდუქტების ამოღება, რომლებიც სოკოვანი ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, ასეთი პროდუქტების ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა.



დიეტა და ფეხების სპეციალური აბაზანა სოკოს წინააღმდეგ

სააფთიაქო პრეპარატების 90%, რომელთაც ექიმები პაციენტებს სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად უნიშნავენ, ტოქსიკურია. განსაკუთრებით საზიანო გავლენა მათ სწორედ ჩვენს ღვიძლზე აქვს.



პროდუქტები, რომლებიც უნდა აკრძალოთ, თუ სოკოს დამარცხება გსურთ:

1. საკონდიტრო ნაწარმი (ტორტები, ორცხობილები, შოკოლადები, კაკაო);

2. ხილი, კენკრა, თაფლი, სხვადასხვა ხილის ჩირი, ნატურალური წვენები;

3. პური და აბსოლიტურად ყველა პროდუქტი, რომელიც ფქვილისგან მზადდება;

4. ბრინჯი, კარტოფილი, სიმინდი;

5. ძეხვეული, კონსერვები, ნახევარფაბრიკატები, შებოლილი პროდუქტები;

6. ცხარე საკვები;

7. ალკოჰოლი;

8. გაზირებული უალკოჰოლო სასმელები.



მოკლედ რომ ვთქვათ, გარკვეული პერიოდით თქვენ უნდა გადახვიდეთ ვეგეტარიანულ დიეტაზე, რათა შეძლოთ სოკოვანი ინფექციის დამარცხება. გარდა ამისა, თქვენ მთლიანად უნდა გამორიცხოთ კვების რაციონიდან შაქრისა და სახამებლის შემცველი პროდუქტები. არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითია. მას შემდეგ, რაც პრობლემას ფუძიანად აღმოფხვრავთ, შეძლებთ ჩვეულ კვების რაციონზე დაბრუნებას.

ნებადართული პროდუქტები:

1. კვერცხი;

2. დაუშაქრავი რძის ნაწარმი;

3. ახალი ხილი და ბოსტნეული;

4. თევზი და ზღვის პროდუქტები;

5. სოიო;

6. ჩაი და ყავა.



უნდა ავღნიშნოთ, რომ სოკოსთვის დამახასიათებელი სიმპტომები მართლაც დიდი საშინელებაა, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება. სოკოები წარმოუდგენელი სისწრაფით მრავლდებიან ჩვენს ორგანიზმში და პირდაპირი გაგებით, წამლავენ მას. თავის ტკივილები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები, კანის სხვადასხვა დაავადებები, იმუნიტეტის დაქვეითება - ყოველივე ეს სავსებით შესაძლებელია სოკოვანი ინფექციით იყოს განპირობებული.



საოცრად ეფექტური აბაზანა სოკოს დასამარცხებლად

ყველაზე იაფი, ხელმისაწვდომი და საკმაოდ ეფექტური საშუალება ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ მზადდება მხოლოდ სოდისგან და მარილისგან.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. სოდა;
  • 1 ს.კ. მარილი;
  • 2 ლიტრი თბილი წყალი.

ინსტრუქცია:

გახსენით მოცემული რაოდენობით მარილი და სოდა 2 ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში. მოათავსეთ ფეხები მიღებულ აბაზანაში 10 წუთით და შემდეგ დაიბანეთ საპნით. თუ თქვენ სწორი კვების პარალელურად ყოველ საღამოს ამ პროცედურას ჩაიტარებთ, სოკოსგან დაახლოებით 2 კვირაში კვალიც კი არ დარჩება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!