როგორი საქორწინო ბეჭედი შეესაბამებათ იდეალურად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს

როგორი საქორწინო ბეჭედი შეესაბამებათ იდეალურად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
თუნდაც უახლოეს მომავალში დაქორწინებას არ აპირებდეთ, არასოდეს არის ადრე გაერკვიო, თუ როგორი ბეჭდის ხილვა გსურთ არათითზე. თუ უკვე გადაქექეთ საქორწინო ბეჭდების ფოტოები, მაგრამ ვერ იპოვეთ იდეალური, fpaparazzi-ს რედაქცია დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი
როგორი საქორწინო ბეჭედი შეესაბამებათ იდეალურად ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
ვერძები თავდაჯერებული ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც, საქორწინო ბეჭედიც მდიდრული, თამამი და ნოვატორული უნდა ჰქონდეთ.

კურო

კუროსთვის მნიშვნელოვანია, რომ ბეჭედმა ყურადღება მიიქციოს და საინტერესოდ გამოიყურებოდეს თითზე. მათ მოუხდებათ რომანტიკული და ნატიფი მოდელები, დიდი გეთსბის სტილში.

ტყუპები

ტყუპებს თავბრუს დაახვევს საკმაოდ მოულოდნელი მოდელები. მათ მოუხდებათ როგორც კაშკაშა, ასევე სოლიდური ბეჭდებიც.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ნატიფი გემოვნება აქვთ. სწორედ ასეთი უნდა იყოს მათი ბეჭედიც. მიუდექით არჩევანს შემოქმედებითად, მაგრამ წინდახედულად.

ლომი

მეფე-ლომებს ყველაფერი დიდებული და საფუძვლიანი მოსწონთ. შეაჩერეთ არჩევანი მკვეთრ, უჩვეულო და პომპეზურ მოდელებზე.

ქალწული

ქალწული ყოველ დეტალს ყურადღებით აკვირდება და ბეჭდის არჩევაც გამონაკლისი არ არის. მათ მოუხდებათ პრაქტიკული, დახვეწილი მოდელები, რომლების უზადო სილამაზე აღაფრთოვანებს.

სასწორი

სასწორებს ცივი ელფერები და უჩვეულო გეომეტრიული ფიგურები მოეწონებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები გულგრილი არ არიან როგორც ურბანული, ასევე, სოლიდური და თავშეკავებული მოდელებისადმი.

მორიელი

ძლიერ მორიელებს მუქი ფერები მოსწონთ. ჩვეულებრივი ბრილიანტი მათზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, მათ უფრო მასიური ლალის მოდელები მოუხდებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი თავისუფლების მოყვარულია. მათ მოუხდებათ კლასიკური ფორმის ბეჭდები, ძვირფასი ფერადი თვლებით.

თხის რქა

მიუხედავად ამბიციურობისა,თხის რქას არ უყვარს გამომწვევი და პომპეზური მოდელები, ამიტომ მას მოუხდება სოლიდური და თავშეკავებული ბეჭედი. ამასთან, არავინ ამბობს, რომ ქვა პატარა უნდა იყოს.

მერწყული

მერწყული ვერ აიტანს, თუ მისი ბეჭედი მოსაწყენი იქნება. მას მხოლოდ ორიგინალური და მკვეთრი მოდელი მოეწონება, სასურველია ფირუზისფერი თვლებით.

თევზები

თევზებს იდეალურად მოუხდებათ რომანტიკული მოდელები დახვეწილი დეტალებით. საუკეთესო ვარიანტია, თუ ბეჭედი ალმასით იქნება მორთული.