კოსმეტოლოგის 10 რჩევა ალერგიულ ადამიანებს
მგრძნობიარე კანის მქონე და ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს, ასევე - მათაც, ვისაც ადრე ალერგია არ აღნიშნებოდა, შესაძლოა განუვითარდეთ ალერგიული რეაქცია კოსმეტიკური საშუალებების ამა თუ იმ კომპონენტის მიმართ. უმეტესად ეს არის კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შემავალი კონსერვანტები, საღებავები და სურნელოვანი ნივითიერებები.
აუცილებლად გაითვალისწინეთ კოსმეტოლოგის რჩევები:
თუ მაინც დაგემართათ ალერგია, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და არა გამყიდველ - კონსულტანტს, ხოლო თუ ალერგია გემართებათ კოსმეტიკური პროდუქციის უმრავლესობაზე, მაღაზიაზე ადრე იმუნოლოგ - ალერგოლოგის კაბინეტს უნდა ესტუმროთ, ვინაიდან პრობლემა თქვენშია და არა კოსმეტიკაში.
აუცილებლად გაითვალისწინეთ კოსმეტოლოგის რჩევები:
- ნუ გამოიყენებთ პროფესიონალურ კოსმეტიკას პროფესიონალების კონსულტაციისა და მეთვალყურეობის გარეშე - მათში შემავალი ნივთირებები ბევრად უფრო აგრესიული და აქტიურია, ამიტომაც მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობით, ისიც - იშვიათად.
- თავი შეიკავეთ ზედმეტად მკაფიო ფერის და მძაფრი სუნის, ასევე მდგრადი კოსმეტიკური საშუალებების ხმარებისგან - ისინი ალერგიული ბუნებით გამოირჩევიან.
- ნუ შეიძენთ წინასწარი ტესტირების გარეშე ახალი კოსმეტიკური ხაზის პროდუქციას. ტანის მოსავლელი კოსმეტიკური საშუალება წაისვით იდაყვის სახსრის ნაკეცში, ხოლო სახისა - ყურის უკან. სამწუხაროდ, ტუჩის საცხისა და თვალის ტუშისთვის ეს მეთოდი არ გამოდგება, ამიტომაც უმჯობესია, თავიდან მხოლოდ მცირე ზომის ( სასინჯი ) ვარიანტი შეიძინოთ.
- ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქციას. თუნდაც ვადა გასული არ იყოს, უარი თქვით იმ პროდუქტის გამოყენებაზეც, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი, სუნი ან კონსინსტენცია.
- ნუ ამოიღებთ კრემს ქილიდან ხელით, უმჯობესია ერთჯერადი ბამბის ტამპონით ისარგებლოთ.
- შეეცადეთ, ერთდროულად მხოლოდ ერთი მარკის კოსმეტიკა გამოიყენოთ - სხვადასხვა ტიპის ქიმიური ნივთიერებების შერევას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს.
- ეცადეთ, არ გამოიყენოთ სპირტის მაღალი შემცველობის მქონე საშუალებები - ისინი აშრობენ, აღიზიანებენ სახის კანს და აადვილებენ ორგანიზმში ალერგენების შეღწევას.
- ზოგიერთი სუნამო ზრდის ფოტომგრძნობელობასმ ამიტომაც არ არის სასრუველი სუნამოდ დაპკურება ზღვის სანაპიროზე ან სოლარიუმში გარუჯვის წინ.
- სხეულის მოსავლელად გათვალისწინებული კოსმეტიკის სახეზე, მით უმეტეს - ქუთუთოს შიდა კიდეზე წასმა დაუშვებელია. წამწამების შეღებვისას უმჯობესია არ შეეხოთ წამწამის ძირს და შეღებოთ მხოლოდ მისი 2/3.
- გულდასმით წაიკითხეთ ეტიკეტები. მაგალითად, მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში არ შეიძლება სახამებლის შემცველი პუდრის ან იმ კრემის გამოყენება, რომელიც ჯეჯილის გამონაწვლილს შეიცავს, ასევე - ნიკელზე ალერგიის დროს იმ ფრჩხილის ლაქის წასმა, რომლიც ბოთლშიც მოთავსებულია ლაქის ასარევი ბურთულა.
თუ მაინც დაგემართათ ალერგია, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და არა გამყიდველ - კონსულტანტს, ხოლო თუ ალერგია გემართებათ კოსმეტიკური პროდუქციის უმრავლესობაზე, მაღაზიაზე ადრე იმუნოლოგ - ალერგოლოგის კაბინეტს უნდა ესტუმროთ, ვინაიდან პრობლემა თქვენშია და არა კოსმეტიკაში.