17 წლის ასაკში მას ხალხში გამოჩენისაც კი სცხვენოდა. დღეს მისი ფოტოები ინტერნეტს იპყრობს
19 წლის ესბედი ბარერა ყვება, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ის დაბალი თვითშეფასებისგან იტანჯებოდა. სტრესისა და დეპრესიის დაძლევის გზას ახალგაზრდა გოგონა საკვებში ხედავდა. ყოველივე ამის შედეგად 17 წლის ასაკში მისმა წონამ იმდენად დიდ მაჩვენებელს მიაღწია, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდა.
ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლის თითოეული მცდელობა გოგონასთვის კრახით სრულდებოდა. მკაცრი დიეტების უშედეგოდ დაცვის შემდეგ ესბედიმ ჭარბი კილოგრამების მოსაშორებელ გზად ფიტნესი აირჩია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ესბედის საოცარი გარდასახვის ამსახველმა ფოტოებმა მთელი ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. ახალგაზრდა გოგონამ შეძლო ის, რაც უამრავ ადამიანს შეუძლებლად მიაჩნია...
იყო დრო, როდესაც ესბედის საკუთარი ჭარბი წონის გამო ხალხმრავლობაში გამოჩენისა და ფოტოების გადაღებისაც კი სცხვენოდა. 17 წლის გოგონა ფიქრობდა, რომ ის ვეღარასდროს შეიცვლებოდა, თუმცა დღეს, 19 წლის ასაკში, ესბედი ბარერა სხვა ადამიანებისთვის მისაბაძი მაგალითია.
როგორც უკვე ვახსენეთ, მკაცრმა დიეტებმა ესბედის შემთხვევაში შედეგი საერთოდ ვერ გამოიღო. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ახალგაზრდა გოგონამ დახმარებისთვის გამოცდილ ინსტრუქტორებს მიმართა და აქტიურად ვარჯიში დაიწყო.
რაც შეეხება კვებას, გოგონას თქმით, მას გახდომის პროცესში არ დაუტანჯავს თავი მკაცრი შეზღუდვებით. საკვების ულუფების შემცირება და აქტიური ვარჯიში სავსებით საკმარისი აღმოჩნდა საოცარი გარდასახვისთვის.
17 წლის ასაკში ესბედი დაახლოებით 120 კილოგრამს იწონიდა. დღეს, 2 წლის შემდეგ მისი წონა 65 კილოგრამს შეადგენს.
19 წლის გოგონა ნათელი მაგალითია იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია!