ქვებსა და ფოთლებს შორის ცოცხალი ქალი ისვენებს... და თქვენ დიდი დრო დაგჭირდათ მის დასანახად?

ქვებსა და ფოთლებს შორის ცოცხალი ქალი ისვენებს... და თქვენ დიდი დრო დაგჭირდათ მის დასანახად?
ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. ადამიანის სხეულის გამოყენება ტილოს სახით - უკვე დიდი ხანია მოდური და ელიტური მიმდინარეობაა თანამედროვე ხელოვნებაში და მას ბოდი-არტი ეწოდება. და რა თქმა უნდა, მის შემქმნელებს შორის არიან ნამდვილი გენიოსებიც, მათ შორის იოჰანეს სტოტერი. ის არამხოლოდ მოხატავს ადამიანის სხეულს, არამედ, ქმნის უამრავ ფილოსოფიურ იერსახეს. როგორც უკვე მიხვდით, ეს მისი ერთ-ერთი ნამუშევარია.



ამ გამოსახულებაზე იოჰანესმა შენიღბა მოდელი ქვის გროვებში. ეს ისე ოსტატურად გააკეთა, რომ ყველა ვერ გაარჩევს ფოტოზე ქალს. შემოქმედი შთაფონებას ბუნებრივ ფაქტურებში პოულობს და იყენებს ცხოველებისა და მცენარეების სამყაროს პალიტრას.სულსა და გულს დებს, რათა შექმნას ასეთი რეალისტური ბოდი-არტ-ობიექტები. Facepaparazzi-ს რედაქცია უბრალოდ აღფრთოვანებულია ამ ნამუშევრებით!



იოჰანეს სოტერი იტალიაში 1978 წელს დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი მუსიკას მიუძღვნა. მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში მან შემოქმედების მიმართულება შეცვალა და უკვე 2010-ში მისი ნიჭი ბოდი არტის ევროპის ჩემპიონატზე შენიშნეს.



2012 წელს სწორემ ამ მხატვრის ნამუშევრები იქნა მჩნეული მსოფლიოში საუკეთესოდ. ის უბრალოდ კი არ მოხატავს სხეულს, არამედ მათგან საჭირო ფორმების კონსტრუირებას ახდენს. მაშინ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს ტროპიკული ბაყაყის გამოსახულება. ის 5 ადამიანის სხეულისგან შედგება, რომლებიც საოცარი სიზუსტითაა მოხატული. ვერ მიხვდები, სად იწყება და სად მთავრდება მოდელების სხეულები.



როგორ ფაქიზად გრძნობს ადამიანი ბუნებას!





იოჰანეს სოტერი წარმოუდგენელი სიზუსტით გადმოსცემს ელემენტების ფაქტურასა და მოცულობას.





მხატვარი ადამიანის სხეულზე ნახატით აანალიზებს კაცობრიობისა და სამყაროს ურთიერთკავშირს და ადამიანის ადგილსა და ამ სამყაროს უსასრულობას განიხილავს.









იოჰანესს შეუძლია შეაერთოდ ადამიანის სხეული ლანდშაფტთან, ხის ტოტებთან, ფოთლებთან, ნაყოფებთან, ყვავილებთან.















რა კარგია, რომ სამყაროში არსებობენ ასეთი ნიჭიერი ადამიანები!