ჯადოსნური საშუალება თმის ცვენის წინააღმდეგ. საოცარი ეფექტი მინიმალურ დროში

ჯადოსნური საშუალება თმის ცვენის წინააღმდეგ. საოცარი ეფექტი მინიმალურ დროში
თუ თქვენთვის თმის ცვენის პრობლემა კარგად არის ცნობილი, სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ამ მოვლენის გადაჭრა და თავიდან არიდება შესაძლებელია ყოველგვარი სპეციალური შამპუნების, ნიღბებისა და გელების გამოყენების გარეშე.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავერკვეთ თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებში. როგორც წესი, მოცემულ უსიამოვნო მოვლენას, რომლისგანაც უამრავი ადამიანი იტანჯება, საფუძვლად ჰორმონალური ბალანსისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევა, ჭარბი სტრესი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა და გენეტიკა უდევს.



განსაკუთრებული სიხშირით თმა სწორედ მაშინ გვცვივა, როდესაც ორგანიზმში ტესტოსტერონისა და A ვიტამინის დონე ზედმეტად მაღალ მაჩვენებელს აღწევს. გარდა ამისა, ეს მოვლენა შეიძლება წონის უცაბედი კლებით იყოს განპირობებული.

მაშ ასე, როგორ ვებრძოლოთ პრობლემას სწორად? პირველ რიგში, თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის აღდგენაზე, რისი მიღწევაც სწორი კვებითაა შესაძლებელი.



თუ თქვენ ქვემოთ წარმოდგენილი სისტემის მიხედვით დაიწყებთ კვებას, თმის ცვენის პრობლემა, ნერვული სისტემის მწყობრში მოყვანის ხარჯზე, წარსულში დარჩება. არსებობს რამდენიმე ნატურალური, საოცრად სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ამაღლებს სისხლში სეროტონინის დონეს და ხსნის სტრესს, რაც, როგორც მოგეხსენებათ, მოცემული პრობლემის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია.

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა სამუდამოდ

1. შვრიის ფაფა თაფლითა და სხვადასხვა ხილით - ვიტამინური ბომბი, რომელიც დაარეგულირებს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, დატვირთავს მას ვიტამინებით და ამ გზით დაგეხმარებათ თმის ცვენის შეჩერებაში. ბანანი, ისპანახი, მწვანე ბოსტნეული, ცხიმიანი თევზი, თხილეული და ავოკადო - იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალი, რომელთა დახმარებით მთელი ორგანიზმის მწყობრში მოყვანაა შესაძლებელი. აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით, რათა არა მხოლოდ შეაჩეროთ თმის ცვენა, არამედ დაივიწყოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მრავალი პრობლემა.



2. თუ სტრესი თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, რეგულარულად მიიღეთ დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ისეთი მცენარეული საშუალებები, როგორიცაა: კატაბალახას ექსტრაქტი, მწვანე ჩაი და ა.შ.



3. ანტისტრესული დიეტის გარდა, რეკომენდებულია რეგულარულად ჯანსაღი სპორტული დატვირთვა. რატომ? ასე თქვენ შეძლებთ ნერვული სისტემის გაჯანსაღებას და ჰორმონალური ფონის დარეგულირებას. ველოსპორტი, ცურვა და იოგა - საუკეთესო აქტივობები მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.



4. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ორგანიზმში A ვიტამინის მოჭარბება, აუცილებლად თქვით უარი შემდეგ პროდუქტებზე: სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, კარაქი და ა.შ. ჩაანაცვლეთ ისინი მწვანე ბოსტნეულით.



5. დაუთმეთ საკმარისი ყურადღება ცილებს! გაამდიდრეთ ყოველდღიური კვების რაციონი მცენარეული წარმოშობის ცილებით: ლობიო, ბარდა, ოსპი და ა.შ.



6. მემკვიდრეობითობა - სიმელოტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზი. იმისათვის, რომ მინიმუმამდე შეამციროთ დაკარგული თმის რაოდენობა, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით.



7. ავოკადო, სელის თესლი, ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი - ყველაფერი, რაც საჭიროა თმის გასაჯანსაღებლად! ჩამოთვლილ პროდუქტებთან ერთად, მიირთვით თუთიით მდიდარი გოგრის თესლი, რომელიც აჯანსაღებს თავის კანს და თმის ფოლიკულებს.



გარდა ამისა, არასდროს დაივიწყოთ ძილის რეჟიმის შესახებ. გამოიძინეთ დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6-8 საათით, რათა არ დაირღვეს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები.

როგორც თავად მიხვდით, თმის ცვენი დამარცხება მხოლოდ გარეგანი მოხმარების სპეციალური შამპუნებით, გელებითა და ნიღბებით შეუძლებელია. აუცილებლად მიუდექით ამ საკითხს სწორი კუთხით და შეეცადეთ პრობლემის გამომწვევი შინაგანი მიზეზების აღმოფხვრას. მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ საიმედოდ იქნებით დაცული გამელოტებისგან.