ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან ძვირად ღირებული ფანჯრებია... არადა, სახლისგან სასახლე ვაქციე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან ძვირად ღირებული ფანჯრებია... არადა, სახლისგან სასახლე ვაქციე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!
ვიტრაჟები - ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია უძველესი დროიდან და ახლაც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თუმცა, სხვადასხვა შუშების ნაკრები კონსტრუქცია, რომელიც განსაკუთრებული მეთოდითაა დამზადებული, შეძლებული ადამიანებისთვისაც ფუფუნებისსაგანს წარმოადგენს. საშუალო ფენისთვის კი საერთოდაც ხელმიუწვდომელია.



დღეს უამრავი ძვირად ღირებული მოსაპირკეთებელი მასალის ჩანაცვლება შეიძლება პოლიმერული ხელმისაწვდომი მასალებით, რომლებსაც ვიზუალურად ვერც გაარჩევ. ვიტრაჟული საფარი ამის ნათელი მაგალითია. ის ვიზუალურად არც კი იწვევს ეჭვს, რომ ორიგინალი არ არის.



fpaparazzi-რედაქციამ მოამზადა რამდენიმე იდეა, სადაც ვიტრაჟული საფარი ჩვეულებრივ ინტერიერს გარდასახავს და აღორძინების ეპოქაში გადაგანაცვლებს.

ვიტრაჟული ფანჯრები

ფანჯრის გამჭვირვალე ვიტრაჟული საფარი სუფთა მინაზე უნდა მიეკროს. უმჯობესია, მინა იზოპროფილური სპირტით დაამუშავოთ. ნუ გამოიყენებთ აგრესიულ საწმენდ საშუალებებს, რადგან მათ შეუძლია საფარის დაზიანება.



შემდეგ ვაცილებთ დამცავ ფენას და ვაკრავთ მინას. მშრალი ხელსახოცით მოვუსვამთ და ვაცილებთ ზედმეტ სითხესა და ჰაერს. შემდეგ კარგად გაამშრალეთ.

დეკორის იდეები

სააბაზანოსთვის ეს უბრალოდ იდეალურია! მდიდრული იერი და ფარდაც საჭირო არ არის.





საბავშვო ოთახმა სულ სხვა იერსახე მიიღო.



საძინებელი ასეთი ფანჯრებით, მეფეების დასასვენებელ ოთახს ემსგავსება.



როდესაც ასეთ შემოსასვლელ კარს უყურებ, გეჩვენება, თითქოს მის მიღმა ზღაპარია.



ჭერი ვიტრაჟული საფარით, უბრალოდ, ფანტასტიკურად გამოიყურება!





შეგიძლიათ გამოიყენოთ საფარი ნებისმიერი მინის ზედაპირისთვის.





რა ლამაზია!



ვიტრაჟული საფარი, გარდა ესთეტიკური სილამაზისა, უსაფრთხოც არის, რადგან მინას უფრო გაამაგრებს.