მომაკვდინებელი წვენის საშიშროება, კანადელი მეცნიერების ახალი კვლევა
კანადელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევების ახალი მონაცემები, რომელთა თანახმადაც გრეიფრუტის წვენთან ერთად 43 მედიკამენტის მიღება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. 2008 წელს ამ ჩამონათვალში მხოლოდ 17 პრეპარატი შედიოდა. "ლეტარული გამოსავალი შესაძლებელია ცოტა იყოს, მაგრამ არ ღირს რისკების შეუფასებლობა, - განმარტავს სტატიის ერთ - ერთი ავტორი პროფესორი დევიდ ბეილი. - ექიმებმა უნდა იცოდნენ და თავიანთ პაციენტებს აუწყონ, რომ ზოგიერთმა ახალმა პრეპარატმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე". გრეიფრუტის წვენი შეიცავს ფურანოკუმარინებს, რომლებიც ხელს უშლის პრეპარატების ნორმალურად გახსნას და ზრდის წამლის ტოქსიურობას, ასევე ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე მათ ზემოქმედებაზე. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება ზედოზირება ან უფრო სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს. კერძოდ, დაიწყოს გულის და დანარჩენი კუნთების, სუნთქვის პრობლემები, თირკმლის უკმარისობა და თრომბების წარმოქმნაც კი.
ახლა კი, ისიც გავიგოთ რას იწვევს კვერცხის რეგულარული მიღება
აშშ მენციერებმა ცდები ჩაატარეს, რომელთა მიხედვითაც კვერცხის რეგულარული მიღება ხელს უშლის სარძევე ჯირკვლის კიბოს გაჩენას. კვერცხს ამ თვისებას ანიჭებს მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინი - ქოლინი. მაგრამ მედიცინა ქოლინს იყენებს არა მარტო კიბოს პროფილაქტიკისათვის, არამედ მეხსიერების გასაუმჯობესებლად და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. მედიკოსებისთვის ცნობილია, რომ ნერვული ქსოვილის უჯრედებს ქოლინის გარეშე ნორმალური ფუნქციონირება არ შეუძლიათ და ორგანიზმის დანარჩენი უჯრედებისთვისაც ქოლინი სასიცოცხლოდ აუცილებელი შენაერთია. დღე - ღამეში 455 მილიგრამი ქოლინის მოხმარება 24 % - ით ამცირებს მკერდის კიბოს ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენას.
ამერიკელი მეცნიერების გათვლით ერთი კვერცხი დაახლოებით 125,5 მგ ვიტამინს შეიცავს, რუსი მეცნიერები კი ირწმუნებიან, რომ ქოლინზე ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ორი კვერცხი საკმარისია ( 100 გრ ქათმის კვერცხი 570 მგ იწონის ). ქოლინი პროდუქტების თბური დამუშავების დროს არ იშლება, ამიტომ მოხარშულ ან შემწვარ კვერცხში იმდენივე ქოლინია, რამდენიც უმში.