მან ორსულობის მე-5 თვეზე იმშობიარა. ჩვილის ფოტოებმა ინტერნეტი შეძრა!

მან ორსულობის მე-5 თვეზე იმშობიარა. ჩვილის ფოტოებმა ინტერნეტი შეძრა!
ახალგაზრდა ლეკსი ფრეცი მეგობრის ქორწილისთვის ემზადებოდა, მას წვეულებაზე ფოტოები უნდა გადაეღო და ფაქტი, რომ თავად 19 კვირის ფეხმძიმე იყო, დიდად არ ადარდებდა. მაგრამ ქორწილამდე 1 დღით ადრე, მომავალმა დედამ თავი ცუდად იგრძნო. ის სასწრაფოდ საავადმყოფოსკენ გაემგზავრა.

ექიმებმა ქალი გასინჯეს და ექოსკოპიისთვის ამზადებდნენ, თუმცა, საქმე პროცედურამდე არ მივიდა. ლეკსი 2 შვილის დედაა და მშობიარობის დაწყებისთვის დამახასიათებელი ტკივილები მუცლის ქვემოთ მისთვის ნაცნობი იყო!



ქალმა იცოდა, რომ ამ ასაკის ჩვლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია და ტირილი დაიწყო. საავადმყოფოს პერსონალმა მის მეუღლეს დაურეკა და ის მალევე მოვიდა.





პაწაწინა უოლტერ ფრეცი ღამით დაიბადა. ჩვილი მშობლებთან აღმოჩდა. დედა ხედავდა, თუ როგორ უცემს შვილს გული!







მშობლებმა თავიანთ ქალიშვილებს ნება დართეს, პატარასთვის დაეხედათ. ბავშვები სწუხდნენ, რომ არ მიეცათ ძმის უკეთ გაცნობის საშუალება.
ლეკსიმ და მისმა ქმარმა დღემდე არ იციან, რა გახდა ჩვილის დაკარგვის მიზეზი. კვლევებმა უჩვენა, რომ ჩვილი სრულიად ჯანმრთელი იყო, დედა კი თავს შესანიშნავად გრძნობდა.



მედდებმა ადგილობრივ დამკრძალავ ბიუროს მიმართეს. მათი დახმარების გარეშე დამწუხრებულ მშობლებს ნამდვილად გაუჭირდებოდათ.
მეუღლეებმა უსიცოცხლო სხეულის კრემააცია და ფერფლის შინ წაღება გადაწყვიტეს.



ცოტათი გვიან რომ დაბადებულიყო, შესაძლოა, ექიმებს ის გადაერჩინათ, თუმცა, მსგავს შემთხვევებშიც ერთეულები გადარჩებიან.
რთული წარმოსადგენია, რა დღეში იქნებოდა ქალი, რომ არა მისი ოჯახი. საბედნიეროდ, ქმარი მას ერთი წუთით არ ტოვებდა, მეგობარიც ხშირად აკითხავდა სანუგეშებლად.



თავიდან, ეს ფოტოები საშინაო ალბომისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ წყვილმა ისინი საზოგადოების მოთხოვნით გაასაჯაროვა.
ბევრს ვერ წარმოუდგენია, როგორი ტრაგედიაა დედისთვის ჩვილის დაკარგვა.





რთული სათქმელია, სწორად მოიქცა თუ არა ლეკსი, როდესაც ეს ფოტოები გამოაქვეყნა. თუმცა, თუ ამის წყალობით მეტი ადამიანი შეიგნებს ქალისთვის ნაყოფის დაკარგვის სერიოზულობას, ე.ი. ფოტოებმა თავისი საქმე გააკეთა.