სახლი ბორბლებზე, რომელიც ჩვენი ოროთახიანი ბინის ზომისაა

სახლი ბორბლებზე, რომელიც ჩვენი ოროთახიანი ბინის ზომისაა
ხანდახან გვეჩვენება, რომ სახლით ბორბლებზე უკვე ვერავის გააკვირვებ. ეს ჩვენდ როს ტრენდშია. ისეალური ვარიანტია კომფორტულად მოგზაურობის მოყვარულებისთვის. მაგრამ ხშირად, ასეთი მობილური სახლი მცირე ფართობის საცხოვრებელთან ასოცირდება. ამერიკულმა კომპანიამ Rocky Mountain Tiny Houses გადაწყვიტა კონცეფციის შეცვლა და შეიმუშავა სახლი ბორბლებზე 42,7 კვ.მ ფართობით.



11 მ სიგრძის სახლი Pemberly ტრაილერზეა დაყენებული. პნევმატური საკიდი Dexter შესანიშნავად უმკლავდება გზების უსწორმასწორობას და კომფორტულ გადაადგილებას. კემპინგი 9,5 ტონას იწონის და 42,7 კვ.მ ფართობისაა.



სახლის ინტერიერი მისაღების ირგვლივაა მოწყობილი. სამზარეულო უახლესი ტექნიკითაა მოწყობილი.



სააბაზანოში საშხაპე, წყლის გამაცხელებელი და გამაშრობელია, ზედმეტი სინესტე რომ არ დაგროვდეს სახლში.



კიბეს მეორე სართულზე აჰყავხარ, სადაც რამდენიმე საძინებელია. სტუმრებისთვის გამოსაწევი საწოლებია დაყენებული. აქ საბავშვო ოთახიცაა.





სახლში ყოფნის კონფიდენციალურობას ვერტიკალური ჟალუზები იცავს, ხოლო უსაფრთხოებას - დიოდური განათება შინგიდან და გერედან.