ძლიერი ენერგეტიკის მქონე ყვავილი - ნერინე

ძლიერი ენერგეტიკის მქონე ყვავილი - ნერინე
ნერინეს ყვავილობისას ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს, რომელიც მძლავრი ტალღებით მთელ სახლში ვრცელდება. ეს გახლავთ მცენარე - მცველი, რომელიც სახმს წარუმატებლობისგან, ნეგატიური ემოციებისა და დაუპატიჟებელი სტუმრებისგან იცავს. ასეთ საცხოვრებელში მუდამ სუფთა და კეთილი ატმოსფეროა, აქ სიყვარული, ურთიერთგაგება და სიმშვიდე სუფევს.

გარდა ამისა, ნერინე გასცემს უდიდეს ენერგიას, გარეშემომყოფებს კარგი განწყობით აღავსებს, ამიტომ მისი გახარება ოფისებშიც შეიძლება, ასევე სასარგებლოა ადამიანებისთვის, ვინც მონოტონური ან მძიმე სამუშაოთია დაკავებული.

ვარდისფერყვავილიანი ნერინე შეგიძლიათ დადგათ სახლში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ავადაა, ის დაეხმარება სწრაფად გამოჯანმრთელებაში და ძალების აღდგენაში. არიდეთ ბავშვებსა და ცხოველებს, რადგან ყვავილის წვენი შხამიანია.

მიიჩნევა, რომ მცენარის სახელწოდება, რომელსაც ხალხში „ნიმფას ყვავილს“ უწოდებენ, ძველბერძნული მითოლოგიური გმირის, ნერეასგან მოდის - ზღვის ღვთაებისგან, რომელსაც წინასწარმეტყველური ნიჭი გააჩნდა.