ტესტი: აირჩიეთ ფეხსაცმელი და გაიგეთ, თუ რამდენად ქალური ხართ

ტესტი: აირჩიეთ ფეხსაცმელი და გაიგეთ, თუ რამდენად ქალური ხართ
ყოველი გოგონას გარდერობში ფეხსაცმელს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჰარმონიული ანსამბლის შექმნაში. აირჩიეთ ფეხსაცმელი, რომელიც ყველაზე ძალიან მოგეწონათ და გაიგეთ, თუ რამდენად ქალური ხართ.

№ 1

თქვენი ქალურობა კარგად ვლინდება და ყურადღებას იპყრობს. სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, ყველგან განგიხილავენ, მამაკაცები თქვენით ტკბებია, ქალები კი შურიან მზერას არ გაკლებენ. ძალიან კარგად იცით საკუთარი თავის ფასი და საურთიერთობო ვიწრო წრე გყავთ, რომელთა აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

№ 2


საყვარელი, რომანტიული, ნაზი გოგონა, სწორედ ქალის ის იდეალი ხართ, რომელზეც მამაკაცები ოცნებობენ. ნებას რთავთ, იზრუნონ თქვენზე, სიამოვნებით იღებთ საჩუქრებს. თვენი უშუალობა და გულწრფელობა ბევრს აღაფრთოვანებს. ქალები ცდილობენ დაგიმეგობრდნენ, მამაკაცები თქვენი ყურადღებისთვის იბრძვიან.

№ 3

ძალიან ბევრი დადებითი თვისება გაქვთ, გულწრფელი ხართ, მოკრძალებული, მძიმე წუთებში მხარდაჭერა შეგიძლიათ. მედგრად იტანთ ცხოვრებისეულ გამოცდებს და უკეთესის იმედს არ კარგავთ. ასეთ ქალზე ქორწინებას ნებისმიერი მამაკაცი ინატრებდა. მოვლილი, კარგი დიასახლისი და სიმყუდროვის შექმნის ნამდვილი ოსტატი ხართ.

№ 4


მოსიარულე პოზიტივი ხართ, ნამდვილი მზე, ენერჯაიზერი! თქვენი ღმილი ნებისმიერის გულს გაალღობს. გიყვართ მამაკაცების ყურადღება, ხშირად მეგობრობთ მათთან. მაგრამ ეს მეგობრობა მათგან გრძნობების გამოვლენით მთავრდება. ან თავიდანვე დაგიმეგობრდნენ იმიტომ, რომ უყვარდით.

№ 5


ბავშვობიდანვე იცით, რომ ლამაზი ხართ. დედამ გასწავლათ, რომ ქედმაღალი არ უნდა იყოთ და ადამიანები გარეგნობით არ უნდა განსაჯოთ, არამედ, შინაგანი თვისებებით. კარგად ერკვევით ადამიანებში, იცით, რას მალავენ ისინი, არაფერი გამოგეპარებათ. დაქალები ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის.