თუ აღელდით, ან რაიმეზე გაღიზიანდით, მაშინვე დაიწყეთ ხელების ზელვა
გერმანელი ფილოსოფოსი ი.კანტი ამბობდა, რომ "ხელი ეს არის გარეთ გამოსული უ თავის ტვინიო." თანამედროვე ფიზიოლოგთა მიერ ჩატარებული გა მოკვლევებმა დაადასტურეს მჭიდრო კავშირი, ხელის მტევანში არსებულ ნერვულ დაბოლოებებსა და თავის ტვინის ნახევარსფეროებს შორის. ამასვე ადასტურებს ის ფაქტი, რომ ხელის მტევნებში განლაგებული ნერვული რეცეპტორების მექანიკური გაღიზიანებით, მაგალითად მასაჟის საშუალებით, შეგვიძლია გამოვიწვიოთ მათში სითბოს შეგრძნება.
ძველი აღმოსავლეთის სწავლულები ამტკიცებენ, რომ ხელის თითოეულ თითს აქვს რეფლექტორული კავშირი, რომელიმე შინაგან ორგანოსთან. ამგვარად, ხელის თითების დაზელვით თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ, ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონალურ მდგომარეობაზე.
იაპონელი სწავლული ნ. ტოკუხირო თვლის, რომ:
დიდი თითის მასაჟი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის ფუნქციონალურ აქტიურობაზე.
მეორე თითის მასაჟი - კუჭის მდგომარეობაზე.
მესამე თითის მასაჟი ნაწლავების ფუნქციებზე.
მეოთხესი - ღვიძლის ფუნქციებზე.
ნეკა თითს კი კავშირი აქვს გულთან, ეს კავშირი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მია - ცუს (წერტილოვანი მასაჟის აღმოსავლური სახეობა ) სპეციალისტების აზრით მათ ვისაც გული აწუხებთ, ხშირად ცუდად აქვს განვითარებული ნეკა თითი. ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს მარცხენა ხელზე. მასაჟის საშუალებით მათი გაკაჟება და გამაგრება, რეფლექტორულად დადებითად მოქმედებს გულის ფუნქციებზე. გარდა ამისა ნეკა თითის მასაჟით, შეგიძლიათ განიმუხტოთ ნერვული დაძაბულობისგან.
ჩინეთში ხელისგულის მასაჟისათვის იყენებენ ქვის ან ლითონის პატარა ბურთულებს. ამავე მიზნით შეიძლება კაკლის ან წახნაგოვანი ფანქრის გამოყენება. მასაჟის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5 - 10 წუთი. სასურველია დღის განმავლობაში მისი 3 -4-ჯერ გამეორება. თუ აღელდით, ან რაიმეზე გაღიზიანდით, მაშინვე დაიწყეთ ხელების ზელვა და მთელი ყურადღება მასაჟზე გადაიტანეთ.