შეურიეთ თაფლი, ლიმონის წვენი და ეს ინგრედიენტი ერთმანეთში. ვირუსული და გაციებითი დაავადებები წარსულში დარჩება

შეურიეთ თაფლი, ლიმონის წვენი და ეს ინგრედიენტი ერთმანეთში. ვირუსული და გაციებითი დაავადებები წარსულში დარჩება
როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი უფროსი და ხშირად იტანჯებოდა გაციებითი და ვირუსული დაავადებებისგან. ექიმების თქმით, ამაში დამნაშავე სუსტი იმუნიტეტი იყო და მას სამკურნალოდ სპეციალურ სააფთიაქო პრეპარატებს უნიშნავდნენ. სიმართლე გითხართ, ვერცერთმა მსგავსმა პრეპარატმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მათი ეფექტი მხოლოდ დროებითი იყო.

ერთ მშვენიერ დღეს სოფლიდან ბებიაჩემის ახლო მეგობარი გვესტუმრა. მიუხედავად დიდი ასაკისა, ქალბატონი არაჩვეულებრივ ფორმაში, ძალებით აღსავსე იყო. სწორედ მან, როდესაც ჩემი დის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, ერთი გასაოცარი საშუალების შესახებ გვიამბო.



დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ამ საშუალების მიღების შემდეგ საოცარი ცვლილებები უკვე თვალსაჩინო იყო, ხოლო ნახევარ წლის შემდეგ - მისთვის გაციებითი და ვირუსული დაავადებები სრულიად უცხო გახდა.

ანწლის სიროპი



ინგრედიენტები:

  • 450 მლ ანწლის წვენი;
  • 1 ს.კ. თაფლი;
  • 4 ს.კ. ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

1. ანწლის წვენი ჩაასხით შესაბამისი ზომის ქვაბში და დაასხით მოცემული რაოდენობით ლიმონის წვენი. მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე.

2. მას შემდეგ, რაც ის წამოდუღდება, გადმოგით ცეცხლიდან და მიეცით 30 წუთი გასაგრილებლად.

3. გაგრილებულ ნარევში ჩაამატეთ ნატურალური თაფლი და კარგად გადაურიეთ.

4. გადაიტანეთ ის მინის ქილაში და შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილზე.



შავი ანწლის წვენზე დაფუძნებული ეს სასმელი გაანადგურებს ვირუსებს ორგანიზმში და გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას. ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში საუბრობდა მედიცინის მამად წოდებული ჰიპოკრატე. მისი მოღვაწეობის დროს ანწლი წმინდა მცენარედ ითვლებოდა, რომელიც ადამიანებს ნებისმიერი დაავადებისგან კურნავდა და ახალგაზრდობას უნარჩუნებდა.

გახსენით ეს საშუალება 1 ს.კ. ოდენობით 1 ჩაის ჭიქა წყალში და მიიღეთ ყოველდღიურად.

რედაქციის რჩევა:

გაითვალისწინეთ, რომ ანწლი, რომლის წვენსაც მოცემული საშუალების დასამზადებლად იყენებთ, უნდა იყოს მომწიფებული. ნაკლებად მწიფე ნაყოფი შეიცავს ძლიერ მჟავებს, რომლებიც სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, უნდა გამოიჩინოთ დიდი ყურადღება მოცემული კენკრის შეგროვებისას. ბუნებაში არსებობს წითელი ანწლიც, რომელიც ძლიერ მომწამვლავია.