ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური საძინებელი

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური საძინებელი
ადამიანს რომ ჰკითხო, როგორ გამოიყურება მისი საოცნებო ბინა, თავში უმალვე იდეალური რემონტი უტრიალებს. თითოეულისთვის ის თავისებურია. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ყოველი ზოდიაქოს ნიშნის საძინებელი.

ვერძი



დალაგება დიდად არ გიყვართ, ამიტომ მოგიხდებათ ისეთი რემონტი, რომელსაც ოდნავ დაუდევრობის იერსახე დაჰკრავს. დიახ, აღმოჩნდა, რომ ასეთ ინტერიერშიც იხდიან ფულს.

კურო



არ გიყვართ ძალიან თანამედროვე რემონტები, უფრო იტალიური დიზაინის რეტროს სტილს ირჩევთ. ასეთ ოთახში თავს კომფორტულად იგრძნობთ.

ტყუპები



მინიმალიზმი მოგწონთ, რომელშიც კარგი გემოვნება ჩანს. დიზაინერების უახლეს იდეებს იყენებთ რემონტში.

კირჩხიბი



არ მისდევთ უკანასკნელ ტენდენციებს, ჩვეული ვარიანტები გირჩევნიათ. კომფორტისთვის დიდი საწოლი, სანათები და მყუდრო კომოდი საკმარისია.

ლომი



მოგწონთ მდიდრული რემონტი. საძინებელს სამეფო სარეცელად აქცევთ,ს ადაც ყველაფერია თქვენი კომფორტისთვის.

ქალწული



ვინაიდან სისუფთავე და წესრიგი გიყვართ, უთავსებთ მინიმალიმზსა და იტალიურ სტილს. ეს შესანიშნავად გამოიყურება!

სასწორი



მუდამ ტრენდში ხართ, ამიტომ რემონტში ყველა თანამედროვე ტენდენციას ითვალისწინებთ. კატალოგებს ათვალიერებთ და ყველაზე მოდურ ვარიანტს ირჩევთ.

მორიელი



თქვენი საძინებელი ჩვეულებრივი რემონტების ვარიანტებს არ ჰგავს. ყველა ვერ გაიგებს მის დიზაინს, მაგრამ თქვენ თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობთ.

მშვილდოსანი



თქვენს საძინებელში აუცილებლად უნდა იყოს რაიმე უჩვეულო, ორიგინალური. შეიძლება ეს იყოს უზარმაზარი ნახატი მთელ კედელზე ან მოხატული ჭერი.

თხის რქა



პოზიტივი გიყვართ, ამიტომ თქვენი საძინებელიც კაშკაშა უნდა იყოს. არ გეშინიათ სიახლეებისა და ექსპერიმენტების, შედეგი კი საკმაოდ კარგი გამოდის.

მერწყული



თქვენს საძინებელში ყველაფერი კომფორტული უნდა იყოს. ითვალისწინებთ ავეჯის ხარისხს, მხოლოდ შემდეგ უკვეთავთ. უმჯობესია უფრო პატარა იყოს, მაგრამ კარგი და დიდ ხანს გაგიძლოთ.

თევზები



პასტელური ფერები გიყვართ, ამიტომ თქვენი საძინებელი ძალიან ნაზი და რომანტიულია. მასში თავს ჰარმონიულად გრძნობთ.