ყველაზე ბედნიერი დღეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე ბედნიერი დღეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
პლანეტების ზეგავლენამ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ბედნიერი დღეები არგუნა, რომლებშიც მათ კარგ განწყობასა და აქტიურობას საზღვრები არ აქვს. სწორედ ამ დღეებში მართებთ ზოდიაქოს ნიშნებს ნებისმიერი წამოწყებები.

ვერძი

ვერძისთვის წარმატებული დღეებია სამშაბათი და კვირა. ეს ორი დღე მარსისა და მზის - თქვენი მფარველი პლანეტების ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ეს დღეები ხელსაყრელია სიყვარულის, გრძნობებისა და აზარტისთვის.

კურო

კუროების მფარველი მთვარე მართვის სადავეებს ორშაბათობით იღებს ხელში. ამ დღეს ხელსაყრელია მომგებიანი ფინანსური გარიგებების დადება, მსხვილი შენაძენები, ვალის გასტუმრება ან აღება. პარაკსევი კი წარმატებულია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

ტყუპები

ტყუპებისთვის ბედნიერი დღეებია ოთხშაბათი და კვირა. კვირის შუა დღეს მათ ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ/ კვირას მათ მზის ენერგეტიკა უჭერს მხარს, რომელიც სასრურველის მჳღებაში ეხმარება.

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის წარმატებული დღეებია ორშაბათი და ხუთშაბათი. მთვარე და იუპიტერი ეხმარება მას ირწმუნოს საკუთარი ძალები, მიიღოს საბედისწერო გადაწყვეტილებები, რომლებიც პირად ბედნიერებას ეხება.

ლომი

ლომს მზის ენერგიას კვირა დღე ჰმატებს. მფარველი პლანეტა ეხმარება ხასიათის თვისებების ჰარმონიზირებაში, შინაგანი ბალანსის დაცვაში და პირადი ცხოვრების მოწესრიგებაში.

ქალწული

ქალწულს ბედნიერ დროს მერკური ოთხშაბათს ჩუქნის. ამაღლებული ინტუიცია ეხმარება მას ამ დღეს გაარჩიოს წარმატებული შესაძლებლობები მცდარისგან. საუკეთესო თვისებების დემონსტრირებით, ქალწულებმა შეიძლება დიიდ წარმატება მიიზოდონ, როგორც ფინანსურ, ასევე პირად საქმეებში.

სასწორი

სასწორს პარასკევსა და შაბათს უღიმის ბედი. ვენერის პოზიტიური ზემოქმედება ეხმარება პირადი ცხოვრების მოწესრიგებაში. სასწორის ბუნებრივი მომხიბვლელობა ძლიერდება პარასკევს, შაბათს კი თამამი იდეების განხორციელებაში ეხმარება.

მორიელი

იმედის გაცრუება და წინაღობები მორიელს სამშაბათობით არ აშინებს. მარსი ეხმარება, არასაჭირო რამეები ”დაცხრილოს” ცხოვრებიდან და საკუთარი ბედი სხვისი დახმარების გარეშე განკარგონ. აუღებელი პრობლემებიც კი მოგვარებადია ამ დღეს.

მშვილდოსანი

ენერგეტიკულად ძლიერი ხუთშაბათი ეხმარება მშვილდოსანს სურვილების განხორციელებაში. მისთვის ამ დღეს წარმატებულია მოგზაურობები, ახალი ნაცნობობა, შთაბეჭდილებები. შეიძლება დიდი ფულადი თანხაც კი მოიგოს.

თხის რქა

თხის რქას ამრსიდ ა სატურნი მფარველობს, ამიტომ სამშაბათი და შაბათი მისთვის წარმატებული დღეებია. ამ დღეს ის შეძლებს დაფარული ნიჭის გამოვლენას და ძალების მომართვას ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

მერწყული

მერწყულისთვის წარმატებული დღეებია ოთხშაბათი და შაბათი. სატურნი ეხმარება მას მოთმინების მოკრებაში, რაც ასე აკლია მერწყულს. შესაძლებლობა ეძლევა, გათავისუფლდეს ნეგატიური აზრებისგან და დაინახოს პრობლემების გადაწყვეტის რეალური გზა.

თევზები


თევზებს 3 წარმატებული დღე აქვს: ორშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. კვირის დასაწყისში მას მთვარე ეხმარება, შემდეგ იუპიტერი და ვენერა - სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა. ასეთი მფარველობა მას ყველაზე იღბლიან ზოდიაქოს ნიშნად აქცევს. თუმცა, მხოლოდ იმით უდნა დაკავდეს, რაც მართლა მოსწონს და აინტერესებს.