5 რამ, რასაც სახლში ბედნიერება მოაქვს

5 რამ, რასაც სახლში ბედნიერება მოაქვს
სახლში ბედნიერება არამხოლოდ მისი მფლობელის პოზიტიურ განწყობაზეა დამოკიდებული.

ნალი

ხალხური თქმულების თანახმად, ნალს წარმატება და ჯანმრთელობა მოაქვს. მიიჩნევა, რომ წარმატება მუდამ ცხენზეა ამხედრებული, ცხენს კი ნალი სჭირდება. ნალის სწორად განლაგება მნიშვნელოვანია. განსათავსებლად კარგად შერჩეული ადგილი ბარაქისა და იღბალის საწინდარია.
ამ თილისმის გასააქტიურებლად, ნალი მთელ სახლს უნდა გააცნოთ, ანახოთ ოთახების განლაგება და სთხოვოთ, დაგიცვათ. მოუყევით მას, თუ როგორ გეხმარებათ იგი.

ნიორი


სახლსი უსიამოვნებების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ უწმინდური ძალა. ყველაფერი თავდაყირა დგება, ხან ჭურჭელი გცვივა ხელიდან, ხან ხასიათი გიფუჭდება, ხან ჩხუბობ ოჯახის წევრებთან. უწმინდური ძალის მოსათოკად ყველაზე კარგი საშუალებაა ნიორი. მისი დამატებით შეგიძლიათ მოამზადოთ ძლიერი თილისმა, რომელიც სახლს ნეგატიური ენერგეტიკისგან დაიცავს.
სახლის საერთო გაწმენდისთვის ნიორს ჭერქვეშ ჩამოჰკიდებენ და სთხოვენ, გათვალვისგან დაიცვას. საკვებში ნივრის გამოყენება ამაღლებს იმუნიტეტს და წმინდავს არაკეთილმოსურნეების ნეგატიური ზემოქმედებისგან.

თაფლი

ვისაც სახლში ბარაქა სურს, თაფლი უნდა მოიმარაგოს. თაფლი მოწონებული ადამიანის მოსაჯადოვებელი კარგი საშუალებაა. როდესაც მას თაფლს აჭმევ, დიასახლისი თავს სტუმართმოყვარედ აჩვენებს და მყუდრო სახლი ამახსოვრდება.

ვაშლი

სახლში სიუხვისა და კეთილდღეობისთვის უნდა იქონიოთ ვაშლი. თავისი სურნელით იგი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. დადებითი ენერგეტიკა კი გაწმინდავს სახლს ნეგატივისგან. თანაბარი და უნაკლო ვაშლები ჩააწყვეთ ლამაზ ჭურჭელში და დადგით თვალსაჩინო ადგილას.

ქინძისთავი

გათვალვის საწინააღდეგო ყველაზე გავრცელებული საშუალება გახლავთ ქინძისთავი. სალხში ბედნიერება არამხოლოდ ბარაქას, არამედ ბინადრების ჯანმრთელობას მოაქვს. ხანდახან დაუპატიჟებელ სტუმრებს ცუდი აზრები შემოაქვთ და მათგან გათავისუფლება არც თუ ისე ადვილია. ქინძისთავის აქტივაციისთვის, გაატარეთ ცეცხლში, გაავლეთ გამდინარ წყალში და დააყარეთ ღამით მარილიდა პილპილის ნაზავი. დილით სთხოვეთ ქინძისთავს, დაგიცვან უწმინდური ძალებისგან და შეარჭეთ კარებში ისე, რომ არ ჩანდეს.