თქვენი მოწოდება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქვენი მოწოდება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მოდით, გავიგოთ, რას ამბობენ ვარსკვლავები თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მოწოდებაზე.

ვერძი

თავდაჯერებული ადამიანი ხართ და თითქმის ნებისმიერ ვალდებულებას უმკლავდებით. ადვილად მართავთ ადამიანებს და იყოლიებთ. თქვენი მოწოდებაა - მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა.

კურო

კუროები საგულდაგულოდ იცავენ იმას, რაც გააჩნიათ. მათთვის რთულია ჩვეული კომფორტული სამსახური მიტოვება, ამიტომ ძალისხმევას არ იშურებენ, იქ დასარჩენად და წინ წასაწევად. კუროების მოწოდებაა - ფინანსური ოპერაციები, რადგან ძლიერები არიან საკითხებში, რომელბიც მატერიალურ ფასეულობებს შეეხება.

ტყუპები


ტყუპები ჭკვიანები და მოხერხებულები არიან, იოლად ითვისებენ ახალ ინფრომაციეებს. მზად არიან დაუღალავად იშრომონ, თუ იციან, რომ ეს გარშემომყოფებს სარგებელს მოუტანს. ტყუპების ყველაზე აშკარა მოწოდება - ექიმობაა.

კირჩხიბი


კირჩხიბი ძალიან კეთილია და დიდი გული აქვს. ამიტომ, თავს გამოიჩენს იქ, სადაც ზრუნვაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს აღმზრდელის პროფესია საბავშვო ბაღში, ან ცხოველების თავშესაფრის მუშაკი.

ლომი

ლომი ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ის ითავსებს ლიდერისა და შემოქმედებითი პიროვნების თვისებებს. შეუძლია თავი გამოავლინოს ხელოვნების სფეროში ხელმძღვანელ პოზიციებზე.

ქალწული

ქალწულს ყველაზე ძლაიან უჭირს ცხოვრებაში ტავისი მოწოდების პოვნა. მისთვის მთავარია, რომ მისი სჯეროდეთ, მაშინ ყველაფერი გამოუვა. მისი ანალიტიკური აზროვნება საშუალებას აძლევს, იმუშავოს ფინანსურ ოპერაციებთან.

სასწორი

სასწორმა ბავშვობიდან იცის, რა სურს ცხოვრებისგან. ეს არ გახლავთ გარკვეული პროფესია, უფრო მიმართულებებია, რასაც დაუკავშირებდნენ ბედს. სასწორის მოწოდებაა - სილამაზისა და სულერების ბალანსის დაცვა. ამიტომ ქალწულებში ხშირად გვხვდება ხატვრები, მღვდელმსახურები, ფსიქოლოგები.

მორიელი

მორიელი არ წვრილმანდება, ამიტომ პროფესიასაც საფუძვლიანს ირჩევს. ისეთს, ცხოვრებაში რეალურ შედეგს რომ მიაღწიოს. ხშირად გვხვდება მორიელებში მეცნიერები, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტები, გამომგონებლები.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მუდამ მოძრაობაშია, უყვარს მეცნიერება და პროცესების შესწავლაში პირველია. გარდა ამისა, კარგად გამოსდის ადამიანებთან ურთიერთობა. მშვილდოსნებისგან კარგი ექიმები, ფსიქოლოგები და მეცნიერები გამოდიან.

თხის რქა

თხის რქა კონსერვატორია, მუდამ იცავს ტრადიციებს, აკურატული და სკრუპულოზურია, ყველაფერს საგულდაგულოდ აკეთებს და მიზნისკენ მონდომებით მიიწევს. დიდ წარმატებას ჰპოვებს მეცნიერებაში, ფინანსურ სფეროში, ტექნიკასა და არქიტექტურაში.

მერწყული

მერწყული უნიკალურია იმით, რომ ნებისმიერ არჩეულ სფეროში ჰპოვებს წარმატებას. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობაში არც ისე ამბიციურია, წარმატების მოპოვების სურვილი მკოგვიანებით უჩნდება.

თევზები

ერთის მხრივ, თევზები მიზანდასახული და პრაქტიკულია, მეორეს მხრივ კი - არტისტული და მეოცნებე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შორის ბევრია შემოქმედებითი და არტისტული პიროვნებები.