მილების გაჭედვის მიზეზი: 10 პროდუქტი, რომლის კანალიზაციაში ჩარეცხვაც კატეგორიულად აკრძალულია

თუ საკანალიზაციო მილები ხშირად გეჭედებათ და სანტექნიკოსი თქვენი სახლის ხშირი სტუმარია, ამის მიზეზი შეიძლება იყოს პროდუქტები, რომლებიც ხვდება ონკანის სადინარში. შეიძლება, რაღაც დროის განმავლობაში ეს ნარჩენები აიტანოს, მაგრამ ეს მუდმივად არ გაგრძელდება. იმისათვის, რომ ზიანი არ მიაყენოთ საქალაქო კომუნიკაციებს, გარემოს, სანტექნიკას და საკუთარ ბიუჯეტს, ეცადეთ, ნიჟარაში არ მოხვდეს შემდეგი პროდუქტები:
კვერცხის ნაჭუჭი

თუ მას ნიჟარაში დატოვებთ, ნაჭუჭის ბასრი კუთხეები საკვების ნარჩენებს მიიკრობს, რაც გამოიწვევს გაჭედვას.
წამლები
წამლები წყალს აქტიური კომპონენტებით აღავსებს და ამგვარად შხამავს. ამიტომ, თუ მათი უტილიზაციაა საჭირო, ჩარეცხვა საუკეთესო ვარიანტი არაა.
ფქვილი

ფქვილი წყალთან შერევისას ფუვდება. მილებში წარმოიქმნება ცომი, ასე რომ, გაჭედვა გარანტირებულია.
წებოვანი სტიკერი ხილსა და ბოსტნეულზე
მათი გადაყრა სანაგვე ყუთში აუცილებელია, რადგან წებოვან მხარეზე ეკრობა საკვების ნარჩენები და თანაც ასეთი ქაღალდი წყალში არ იხსნება.
ყავის ნალექი
ყავის ნალექსაც შეუძლია უსიამოვნო სიურპრიზის მოწყობა, ასე რომ, ჯობია სანაგვე ყუთში გადაყაროთ.
ზეთი და ცხიმი

ცხიმი და ზეთი არ იხსნება წყალში, ფენა-ფენა გროვდება მილებზე, რაც იწვევს გაჭედვას.
ბრინჯი
ბრინჯი წყალში ფუვდება, ამასთან წებოვანიცაა.
საღებავი
წებოვანი საღებავი ნამდვილი კატასტროფაა მილისთვის, თანაც მისი ქიმიური აორთქლება ჯანმრთელობას აზიანებს.
მაკარონის ნაწარმი
ფუვდება წყალთან კონტაქტში და ეწებება ზედაპირს.
კარაქი

ეკრობა მილებს და წყლის გადინებას აფერხებს.