როგორ გავიწმინდოთ კანის ფორები? 9 ნაბიჯი ლამაზმანობამდე.

როგორ გავიწმინდოთ კანის ფორები? 9 ნაბიჯი ლამაზმანობამდე.
იდეალურად გლუვი კანი - ნებისმიერი დროის ყველაზე პოპულარული ტრენდი! წარმოგიდგნიათ, თუ რამდენად დიდი სიამოვნებაა ლამაზი სქესის თითოეული წარმომადგენლისთვის, როდესაც ტონალური კრემი და სხვა მსგავსი კოსმეტიკური პროდუქტები აბსოლიტურად უსარგებლო და არასაჭიროა? სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედრვე სტილის, საკვები პროდუქტებისა და ცუდი ეკოლოგიის შედეგად ჩვენ ხშირად გვიწევს კანის მცირე დეფექტების შენიღბვა. თუ თქვენ ამ ადამიანების სიას მიეკუთვნებით, თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. არსებობს რამდენიმე ნატურალური საშუალება, რომლის წყალობითაც 1 თვეში თქვენი კანი საოცარი გზით გარდაისახება. საოცარი ბზინვარება, სიგლუვე და ლამაზი იერსახე გარანტირებულია!

როგორ გავიწმინდოთ კანის ფორები?
  1. ხარისხიანი მოვლა და კანის ყოველდღიური წმენდა - მთავარი იარაღი კანისთვის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. მიანიჭეთ უპირატესობა კოსმეტიკურ გელებს, პილინგ-კრემებსა და ტონიკებს, რომლებიც სალიცინის მჟავას შეიცავს.



  2. თუ თქვენ ხელთ არ მოგეპოვებათ ხარისხიანი კოსმეტიკური პროდუქტი სახის კანის გასაწმენდად, შეიხედეთ მაცივარში... კეფირი და ლიმონის წვენი - ნატურალური პროდუქტები, რომლებიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება კანის ფორების დასახურად.



  3. ბამბის პირსახოცი და ლავანდის ეთერზეთი - არაჩვეულებრივი მოკავშირეები გაფართოებული ფორების წინააღმდეგ საბრძოლველად. სასურველი ეფექტის მისაღწევად, შეუშვირეთ ბამბის პირსახოცი რამდენიმე წუთით ცხელ გამდინარე წყალს, შემდეგ დააწვეთეთ მას რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი და დაიფინეთ სახეზე. დაიტოვეთ პირსახოცი სამოქმედოდ 10 წუთით და შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით.



  4. სკარლეტ იოჰანსონი გვიზიარებს საკუთარი იდეალური კანის საიდუმლოს: ''მე უკვე დიდი ხანია, რაც აღარ მიწევს სპეციალური ტონიკების შეძენა, რომლებიც მხოლოდ აღიზიანებს ჩემს მგრძნობიარე კანს. მათ ნაცვლად, დახმარებისთვის ვაშლის ძმარს მივმართავ, რომელიც ეფექტურად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და აღადგენს მის მჟავა-ტუტოვან ბალანსს''.



  5. ასაკის მატების პარალელურად ჩვენი სახის კანი კარგავს ელასტიურობას, ხოლო გაფართოებული ფორები იძენს ოვალურ ფორმას, რაც ძალზედ უშნოდ გამოიყურება. ეს არა მხოლოდ გვაუშნოებს, არამედ ვიზუალურად ათიოდე წელს გვმატებს. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია რეგულარულად ანტიასაკობრივი ლიფტინ-კრემების გამოყენება.



  6. თუ თქვენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე აპირებთ წასვლას, აუცილებელია, ტონალური კრემი იდეალურად დაგაჯდეთ სახის კანზე. ვიზაჟისტების რჩევით, ასაკში შესულმა ქალბატონებმა უნდა ისარგებლონ სეპციალური makeup-პრაიმერებით. მოცემული საშუალებები გვეხმარება არა მხოლოდ მცირე ზომის ნაოჭების გაგლუვებაში, არამედ ფორების შევიწროებაშიც კი.



  7. გახსოვდეთ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს! თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე მრავალი წლით, აუცილებლად განაცხადეთ უარი ცხიმიან საკვებზე და ფასტ-ფუდზე. მსგავსი საკვები პროვოცირებს კანის ცხიმის გამოყოფას.



  8. შავი წერტილების გამორწყვა - მავნე ჩვევა, რომელიც არა წმენდს, არამედ უბალოდ აზიანებს ჩვენს კანს, აფართოებს ფორებს და ხდის მას მიდრეკილს დაბინძურებისკენ. უმჯობესია, თვეში ერთხელ გაიკეთოთ სპეციალური ნიღაბი თეთრი თიხისგან ან ესტუმროთ პროფესიონალ კოსმეტოლოგს.



  9. თუ მოცემული რჩევები სასურველ შედეგს 1 თვეში ვერ მოგცემთ, კოსმეტოლოგთან ვიზიტი გარდაუვალია! სილამაზის სალონებში გაფართოებული ფორების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება ისეთი ეფექტური პროცედურები, როგორიც ლაზერის გამოყენებაა.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!