სამკურნალო მცენარეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. და თქვენ რომელი დაგეხმარებათ?

სამკურნალო მცენარეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. და თქვენ რომელი დაგეხმარებათ?
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მცენარეებით მკურნალობა ასტროლოგების რეკომენდაციის მიხედვით ხდება. მათი თქმით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ის მცენარეები, რომლებიც თქვენს ზოდიაქოს ნიშანთან ჰარმონიაში მოდის.

ვერძი

ვერძის სუსტი წერტილი ნერვებია, ამიტომ ასტროლოგები მას ურჩევენ იმკურნალონ პიტნის, ვალერიანის, მელისას, ალოეს, ასკილის, ჭინჭრისა და კოწახურის ფოთლების მეშვეობით, რომლებიც უამრავ ვიტამინებს შეიცავს.

კურო

სუსტი წერტილი - ყელის დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის პრობლემები. კუროს მოუხდება შემდეგი მცენარეები: მაიორანი, ანისი, როზმარინი - საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. კრაზანა, პიტნა, ბეგქონდარა - გაცივების დროს, მიკრობების საწინააღმდეგო საშუალებების სახით.

ტყუპები

ყველაზე მშფოთველი და ეჭვიანი ნიშანი, რომელსაც სუსტი ნერვული სისტემა აქვს. მიდრეკილია ბრონქების, ფილტვების, კანის, ნერვული სისტემის დაავადებებისკენ. ტყუპებს უხდებათ: გვირილია, ევკალიპტის ფოთოლი, ნიახური, ვალერიანი, კვლიავი, სტაფილო.

კირჩხიბი

კირჩხიბის სუსტი წერტილი საკვების მომნელებელი სისტემაა. კუჭის ტკივილის სამკურნალოდ კირჩხიბისთვის სასარგებლოა: ბეგქონდარა, ჭინჭარი, სიმინდის ფუჩეჩი, გოგრა, ბაბუაწვერა, როზმარინი.

ლომი

ლომის სუსტი წერტილია გული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა. მისთვის სასარგებლოა: ბაბუაწვერა, კამა, კალენდულა, ანისი, პიტნა, გვირილა, ოროვანდი, ოხრახუში.

ქალწული

სუსტი წერტილი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, საჭმლის მომნელებელი სისტემა. ქალწულისთვის სასარგებლო მცენარეებია: პიტნა, ვალერიანი, მოცვი, ლავანდა, ბეგქონდარა,

სასწორი

სასწორს კარგი ჯანმრთელობა აქვს, მაგრამ შეიძლება აწუხებდეს თირკმლების და საშარდე გზების პრობლემები, თავის ტკივილები, ჰიპერტონია. სასწორებისთვის სასარგებლოა: ჭინჭარი, პიტნა, ჟასმინი, როზმარინი, მიხაკი, სალბი, სამფერა ია.

მორიელი

სუსტი წერილები - რეპროდუქტიული ორგანოები, შარდსასქესო ორგანოები, ვენერიული დაავადებები, სწორი ნაწლავი. სასარგებლო მცენარეები: ბაზილიკი, მდოგვი, ჯანჯაფილი, ასკილი, ქონდარი, ალოე, გვირილა.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა სისხლის, ღვიძლისა რევმატიული დაავადებების პრობლემები ჰქონდეთ. მათთვის სასარგებლოა: სალბი, კიტრის ფოთლები, ჭინჭარი, ოროვანდი, ღვია.

თხის რქა

თხის რქას ახასეიათებს გაღიზიანება, აქვს კანის, კბილების, სახსრების, ღვიძლის პრობლემები. მისთვის სასაგრებლო მცენარეებია: ჟენშენი, მოცვი, მატიტელა, წიწვოვანი ხეები, ელეუთეროკოკი.

მერწყული

ძალიან ნერვიულები და ჰიპერაქტიურები არიან. ხშირად აწუხებთ სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები, ნერვული სისტემის აშლილობა. მათთვის სასარგებლოა: მელისა, ბეგქონდარა, თხილის ფოთლები, ფეიხო, ფითრი.

თევზები

თევზებს ხასიათის ცვალებადობა და ენერგიის არქონა აწუხებთ. მათთვის ძალიანს ასარგებლოა: მწვანე ჩაი, ჟასმინი, გვირილა, სალვი, პიტნა, კალენდულა, წაბლი, ანისი, თუთა.