13 საოცარი იდეა ნებისმიერი სახის სამკაულის შესანახად. № 5-მა აღმაფრთოვანა!

13 საოცარი იდეა ნებისმიერი სახის სამკაულის შესანახად. № 5-მა აღმაფრთოვანა!
რომელ ქალს არ უყვარს სამკაულები! და არ აქვს მნიშვნელობა, ძვირად ღირებული იქნება ეს თუ არა - ყველაფერი დამოკიდებულია იმიჯზე და სწორად შერჩეულ სამოსზე. როგორც წესი, ქალებს საყვარელი სამკაულების მთელი კოექცია უგროვდებათ, მათი პატარა მაგიდაზე მოთავსება კი იოლი საქმე არ არის, ზარდახშაში კი არ ეტევა.

Fpaparazzi გთავაზობთ 13 ორიგინალურ იდეას, თუ როგორ შეინახოთ საყვარელი სამკაულები მოხერხებულად და მარტივად.

სამკაულების შენახვა


საკიდი



აქ ჩვეულებრივი საკიდი გამოგადგებათ, ძველი თუ ახალი, რკინის თუ ხის - სამკაულების შესანიშნავი ორგანაიზერი გამოვა. მთავარია, მისი მოსათავსებელი ადგილი იპოვოთ.

ყვავილების კალათა



ორიგინალური იდეაა ისეთი ნივთების გამოყენება, რომლის შესაფერის თვისებებზე წარმოდგენაც კი არ გქონდათ.

მაცივრის ბადე

13 საოცარი იდეა ნებისმიერი სახის სამკაულის შესანახად. № 5-მა აღმაფრთოვანა!

თუ მაცივრის ზედმეტი ბადე აღმოგაჩნდათ, აიღეთ რამდენიმე წებოვანი კაუჭი და დაკიდეთ კედელზე. საყურეების შესანიშნავი ორგანაიზერი მზადაა!

სამზარეულოს ავეჯი



ეს საინტერესო გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ ბარის ბადე გამოიყენოთ. ძალიან მარტივია!

დაკიდული თაროები (სტენდები)



საკმარისია, ცოტათი ”იჯადოქროთ” და ჩვეულებრივი დაკიდული თარო სამკაულების შესანახ საყვარელ ადგილად იქცევა.

პლასტმასის ბოთლები



ეს ვარიანტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პლასტმასის ბოთლებისგან უამრავი პრაქტიკული ნივთის დამზადება შეიძლება.

ხე და ტოტები



თუ სეირნობისას ტოტებს შეაგროვებთ, მერე აკრილით შეღებავთ და ხეში ნახვრეტებს გაბურღავთ, შესანიშნავ ორგანაიზერს შექმნით. გამოიყენეთ ხის წებო.

ნახატის ჩარჩო



ნახატის ან სარკის ჩარჩოს გამოყენება - ფანტაზიის უკიდეგანო გასაქანია!

საკიდი ძეწკვისგან



საკმაოდ მარტივი და მოხერხებული ვარიანტია. საჭიროა მხოლოდ ნახევარ მეტრიანი ძეწკვი და 2 კაუჭი.

ბამბუკის ხალიჩა




ბამბუკის ხალიჩა გამოგადგებათ საყურეების საკიდის როლში. ძალიან მოხერხებული და ორიგინალური გადაწყვეტაა.

ბოთლი და ხის ნაჭერი



ბოთლის, ხინ ნაჭრისა და კაუჭების მეშვეობით შეგიძლიათ დაამზადოთ არამხოლოდ ორიგინალური ორგანაიზერი, არამედ კრეატიული ვიტრინა სხვადასხვა სამკაულის დემონსტრირებისთვის.

კარის სახელურები



კარის ძველი ან ახალი სახელურები გამოდგება კოლიეების საკიდად. ამისათვის მიამაგრეთ შეღებილ დაფაზე, ორგანაიზერი მზადაა!

ფანჯრის ძველი ჩარჩო



თუ რემონტიდან ფანჯრის ძველი ჩარჩო შემოგრჩათ, ეს შესანიშნავია. მას მეორე სიცოცხლეს აჩუქებთ, თუ საინტერესო და მოხერხებულ ორგანაიზერს შექმნით სამკაულების შესანახად.