20 გასაოცარი ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ, რომელიც აქამდე თქვენთვის უცნობი იყო.
ჩვენი სამყარო შეუცნობელია. დღესდღეობით ცივილიზაციას მიაჩნია, რომ მან სამყაროს თითოეული დეტალი უკვე ამოხსნა, მაგრამ ეს ასე არ არის. არსებობს უამრავი რამ, რაც ჯერ კიდევ იწვევს ადამიანთა გაოცებას. ამ სტატიაში FPAPARAZZI თქვენ წარმოგიდგენთ უკვე აღმოჩენილ, თუმცა ბევრისთვის უცნობ ფაქტებს, რომლებიც აუცილებლად გაგაოგნებთ.
- ალბათ კარგად იცით, რომ თითის ანაბეჭდი ერთადერთი და უნიკალურია, თუმცა ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება ენაზეც!
- თმის ღერი ერთი ვაშლის წონას თავისუფლად გაუძლებს.
- ადამიანის პირის ღრუში არსებული ბაქტერიების რაოდენობა დედამიწის მოსახლების ტოლია.
- მყიფე და რბილი ფრჩხილები ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვლის ნიშანია.
- შემავალი ტვინის იმპულსის სიჩქარე 400 კმ/სთ-ია.
- სინამდვილეში, სისხლის 29 ჯგუფი არსებობს. ყველაზე იშვიათები ბომბეის ქვეტიპს განეკუთვნება. ისინი იაპონიის პატარა სოფლის მაცხოვრებლებში ძალიან გავრცელებულია.
- 1 დღის განმავლობაში ჩვენი სისხლი 19,312 კილომეტრს გადის.
- ადამიანის სხეულში არსებული ყველა ნერვის გაერთიანება სიგრძეში 75 კილომეტრია.
- ადამიანის თვალი 10 მილიონ სხვადასხვა ფერს აღიქვამს, თუმცა ტვინი ყოველი მათგანის დამახსოვრებას ვერ ახერხებს.
- ყურები სიცოცხლის ბოლომდე იზრდება! ისინი სიგრძეში ყოველდღიურად მილიმეტრის მეოთხედით იმატებენ.
- გული წელიწადში 35 მილიონ დარტყმას ასრულებს.
- ყოველ დღე ადამიანი 1 მილიონ კანის უჯრედს კარგავს. მისი წლიური წონა 2 კგ-ს შეადგენს.
- კანის ყოველი სანტიმეტრი 100 ტკივილის სენსორს შეიცავს.
- მამაკაცებს ენაზე გემოს ნაკლები რეცეპტორი აქვთ.
- დღიურად ადამიანი 20 000 ჩასუნთქვას ახორციელებს.
- საშუალოდ ადამიანი მისი სიცოცხლის განმავლობაში 35 ტონა საკვებს იღებს.
- ადამიანი სიცოცხლის 5 წელს თვალის დახამხამებაში ატარებს.
- ყოველ წამს ადამიანის თავის ტვინში 100 მილიონი ქიმიური რეაქცია ხორციელდება.
- დაცემინების სიჩქარე 160 კმ/სთ-ს უდრის.
- ღიმილი მხოლოდ 17 კუნთს ჭიმავს, ხოლო ტირილი 29ს. ახალგაზრდობის მაქსიმალურად გასახანგრძლივებლად ხშირად უნდა იღიმოთ!