ყველაზე მრავალფუნქციური სამკურნალო მცენარე - ბაბუაწვერა! სასიამოვნოდ გაოცდებით...
გაგიკვირდებათ, თუმცა მინდვრის ყვითელ ბაბუაწვერას უამრავ ქვეყანაში ყვითელ ჟენშენს უწოდებენ, რადგან ის საკუთარი სასარგებლო თვისებებით არ ჩამოუვარდება თავად სიცოცხლის ფესვს. მეტიც, არსებობს ბაბუაწვერის უზარმაზარი პლანტაციები, რომელსაც მომავალში სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
სალათები, სამკურნალო ნახარშები და ნაყენები, სამკურნალო ღვინო - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რისი დამზადებაა შესაძლებელი ბაბუაწვერისგან სახლის პირობებში. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა უპირატესობებს ფლობს ეს მცენარე ჩვენი ჯანმრთელობისთვის და როგორ მოვიხმაროთ ის სწორად.
უპირატესობები ჩვენი ჯანმრთელობისთვის:
სამკურნალო საშუალებები ბაბუაწვერისგან:
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!
სალათები, სამკურნალო ნახარშები და ნაყენები, სამკურნალო ღვინო - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რისი დამზადებაა შესაძლებელი ბაბუაწვერისგან სახლის პირობებში. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა უპირატესობებს ფლობს ეს მცენარე ჩვენი ჯანმრთელობისთვის და როგორ მოვიხმაროთ ის სწორად.
უპირატესობები ჩვენი ჯანმრთელობისთვის:
- აღადგენს დაზიანებულ სახსრებს და ასწრაფებს ჭრილობების შეხორცების პროცესს;
- აქვს დადებითი გავლენა საჭმლის მომნელებელ სისტებაზე, არეგულირებს მადას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;
- ბაბუაწვერას წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. თუ თქვენ სასიცოცხლო ძალების დაქვეითებას, ქრონიკულ დაღლილობასა და ნერვულ დაძაბულობას განიცდით, ბაბუაწვერა დაგეხმარებათ;
- გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და წიდებს;
- ბაბუაწვერას აქვს ნაღვლმდენი ეფექტი და გამოირჩეა ანტიპარაზიტული თვისებებით;
- მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. სპილენძი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, მანგანუმი, A და C ვიტამინები, B ჯგუფის ვიტამინები - თითოეულ ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს ბაბუაწვერა.
- ბაბუაწვრეა ათანაბრებს კანის ზედაპირს და აუმჯობესებს სახის კანის ფერს.
სამკურნალო საშუალებები ბაბუაწვერისგან:
- ანემიის მკურნალობა
შეურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი ბაბუაწვერის გამომშრალი და დაფქული ყვავილები, 3 სუფრის კოვზი დაფქული ორფერი (ფილტვის ბალახი, კოკოჩი, ხავერდა), 2 სუფრის კოვზი დაფქული ჭინჭარი და 1 სუფრის კოვზი აბზინდა. მიღებულ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 30 წუთით. მიღებული ნაყენი მიირთვით 50-50 მილილიტრის ოდენობით დღის განმავლობაში 6-ჯერ. მოიქეცით ასე ყოველდღიურად ნარევის ამოწურვამდე. - ყაბზობისა და მუცლის შებერილობის დროს
1 ჩაის კოვზ გამომშრალ და დაფქულ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი დააყოვნეთ 30 წუთით ადრე. მიირთვით ის დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. - ჰორმონალური დისბალანსის დროს
3 ლიტრიანი ქილა აავსეთ ბაბუაწვერას ყვავილებით და ჩაამატეთ 1 კგ შაქარი. კარგად გადაურიეთ. მოათავსეთ ნარევი ფანჯრის რაფაზე და დააყოვნეთ 3 კვირით. 3 კვირის შემდეგ გაფილტრეთ ის. მიღებული ელექსირი ჩაამატეთ ჩაიში შაქრის ნაცვლად. - კანის დაავადებების დროს
1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაფქულ ფესვებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად. გაგრილებული ნარევი გაფილტრეთ. მიირთვით მესამედი ჭიქა ეს ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. - თმის გამაჯანსაღებელი ნიღაბი
დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაფქულ ფოთლებს. მიღებული ნახარში შეიზილეთ თავის კანზე და გაინაწილეთ მთელ თმაზე. შემოიხვიეთ თავზე პირსახოცი და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 30 წუთით. პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!