ორგანიზმის დეტოქსიკაციის 5 დღიანი პროგრამა 10 წლით ახალგაზრდად გაგრძნობინებთ თავს.

ორგანიზმის დეტოქსიკაციის 5 დღიანი პროგრამა 10 წლით ახალგაზრდად გაგრძნობინებთ თავს.
თუ გსურთ, 5 დღეში გაიწმინდოთ ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან და ტოქსინებისგან, მოიშოროთ ჭარბი კილოგრამები და აავსოთ საკუთარი ორგანიზმი ახალი ენერგიით, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. დაიცავით ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები მაქსიმალური სიზუსტით, რათა ხანმოკლე დროში გასაოცარ შედეგებს მიაღწიოთ.



5 დღიანი პროგრამა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
  1. პრინციპი №1
    შეიძინეთ ნებისმიერ აფთიაქში აბზინდა. დაფქვით ბალახი ყავის საფქვავის ან ბლენდერი გამოყენებით და მიირთვით დაფქული აბზინდა 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 4-ჯერ. დააყოლეთ მას დიდი რაოდენობით წყალი. მოიქეცით ასე ყოველდღიურად 5 დღიანი კურსის განმავლობაში.

    რატომაა ეს პროცედურა სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის? აბზინდა სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, რის შედეგადაც საკვები უფრო ადვილად გადამუშავდება. გარდა ამისა, აბზინდა ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ჭიებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების უმრავლესობა სწორედ პარაზიტებს უკავშირდება, აბზინდას წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ ეს მცენარე აქვეითებს მადას და გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში.



  2. პრინციპი №2
    დაიწყეთ დღე 2 ჭიქა ლიმონიანი წყლით. 5 დღიანი კურსის განმავლობაში თქვენ უნდა მიიღოთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით წყალი, რათა შეძლოთ ორგანიზმის გაწმენდა. გარდა სუფთა სასმელი წყლისა, ჩვენი ორგანიზმისთვის წარმოუდგენლად სასარგებლოა ვაშლისა და ქიშმიშის ნახარში. 2 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 2 ცალი წვრილად დაჭრილი ვაშლი თავის კანთან ერთად და 3 სუფრის კოვზი ქიშმიში. ხარშეთ ნარევი რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ გაფილტრეთ. მიღბული ნახარში მიირთვით მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რაც უფრო დიდი რაოდენობით სითხეს მიიღებთ ამ 5 დღის განმავლობაში, მით მეტი ტოქსინი და მავნე ნივთიერება გამოიდევნება თქვენი ორგანიზმიდან.



  3. პრინციპი №3
    დაიწყეთ დღე შვრიის ფაფით. ამ 5 დღის განმავლობაში კვების მენიუ აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ჯანსაღი. საუზმეზე შვრიის ფაფის მირთმევიდან 30 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ჩაი ან ვაშლისა და ქიშმიშის ნახარში. ყავის მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან მსგავსი კვების დროს მან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენს თირკმელებზე და ღვიძლზე.



  4. პრინციპი №4
    საუზმობიდან სადილობამდე არსებულ ინტერვალში მიირთვით მცირეოდენი ხაჭო ან კეფირი და დააყოლეთ 1 ცალი ბანანი.



  5. პრინციპი №5
    სადილის მენიუ აუცილებლად უნდა შედგებოდეს ნედლი ბოსტნეულისგან: კიტრი, პომიდორი, სტაფილო, კომბოსტო, სალათის ფურცლები და ა.შ. ცნობისთვის, ჩვენს ორგანიზმზე წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს მწვანილებს. გარდა ბოსტნეულისა და მწვანილებისა, სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის მოხარშული ფილე. გაითვალისწინეთ, ამ 5 დღის განმავლობაში თქვენ უნდა იკვებოთ მაქსიმალურად მცირე ულუფებით.



  6. პრინციპი №6
    შუადღეს, სადილობიდან ვახშმობამდე არსებულ შუალედში მიირთვით 1 ბანანი, 1 ვაშლი და 1 მუჭა თხილეული. არასდროს გამოტოვოთ საკვების მიღების დრო, ყოველთვის მიჰყევით გეგმას.



  7. პრინციპი №7
    თქვენი ვახშამი ამ 5 დღის განმავლობაში უნდა შედგებოდეს სუპისგან. სუპი შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა ბოსტნეულისგან, თუმცა არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ კარტოფილი. რატომ სუპი? გარდა იმისა, რომ ეს კერძი არაჩვეულებრივად გვანაყრებს და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, ის ძალზედ დაბალკალორიულიცაა, რის შედეგადაც თავიდან აირიდებთ წონის მატებას. სუპის დამზადებისას რეკომენდირებულია სხვადასხვა სასარგებლო სანელებლების გამოყენება: კურკუმა, წითელი წიწაკა, მწვანილები და ა.შ. გახსოვდეთ, სანელებლები უწყობს ხელს ჩვენს ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნაში.



  8. პრინციპი №8
    არ დაივიწყოთ იმის შესახებ, რომ სწრაფ ტემპში ჭამა მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ორგანიზმის დეტოქსიკაციის 5 დღიანი კურსის განმავლობაში თქვენ ყოველდღიურად უნდა ისეირნოთ მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით, რათა გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას, დატვირთოთ ორგანიზმი უშრეტი ენერგიით და დააჩქაროთ დეტოქსიკაციის პროცესი.



თუ თქვენ 5 დღის განმავლობაში მოცემულ 8 რეკომენდაციას მაქსიმალური სიზუსტით დაიცავთ, შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას და წონის კლების პროცესის დაჩქარებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა დღეიდანვე და არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის!