ქალის ეტალონი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ოჰ, ეს პირველი ადგილი!

ქალის ეტალონი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ოჰ, ეს პირველი ადგილი!
უდავოდ, ყველა ქალი ლამაზია, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც სხვებისგან გამოარჩევ და მზერას ვერ აცილებ. იდეალური ქალის ყველა თვისებას ითავსებენ. ასტროლოგების თქმით, ყველაფერს ვარსკვლავები განაპირობებენ და ქალის თვისებები მის დაბადების თარიღზეა დამოკიდებული. გთავაზობთ ქალების რეიტინგ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: ნუ აღიქვამთ ყველაფერს ძალზედ სერიოზულად, რადგან ქალის ეტალონი ყველას საკუთარი გააჩნია. ჩვენ მხოლოდ ვარსკვლავებს მივენდეთ.

მე-12 ადგილი - ტყუპები

ტყუპები კოლოსალურ სიამოვნებას იღებენ საკუთარი თავისგან. არ მიილტვიან სილამაზის იდეალისკენ. უბრალოდ, ცხოვრობენ და ტკბებიან, წოდებები კი არ ადარდებთ. დიახ, არ ეწერებიან რაღაც სტანდარტებში, მაგრამ ყოველთვის არის ადამიანი, რომლისთვისაც ისინი იდეალს წარმოადგენენ.

მე-11 ადგილი - ქალწული


ქალწული ძალიან ეშმაკი და მოხერხებული ქალია. ძალიან სწრაფად ადაპტირდება მოვლენებში. თუ მოუნდება, შეძლებს გახდეს ეტალონიც და სილამაზის დედოფალიც, მაგრამ ეს არაფერში სჭირდება, რადგან ისედაც შესანიშნავად ეწყობა მამაკაცებსაც და ქალებსაც.

მე-10 ადგილი - მშვილდოსანი

ქალი-მშვილდოსანი თითქმის იდეალია, მაგრამ არა ეტალონი. მას არ ჰყავს თაყვანისმცემლების მთელი არმია, მაგრამ სიურპრიზებითაა აღსავსე და სწორედ ეს იზიდავს მამაკაცებს, რადგან მალე ბეზრდებათ ერთფეროვნება.მშვილდოსანთან კი ნამდვილად არ მოიწყენ.

მე-9 ადგილი - ვერძი


ქალ-ვერძს ბევრი წინაპირობა აქვს, აგხდეს ეტალონი, მაგრამ მაინც შორსაა ამისგან. ძალიან ლამაზია, ჭკვიანი და ამბიციური, მაგრამ სწორედ ეს გახლავთ შეფერხება. ასეთი ქალები მამაკაცებს აშინებენ. რა თქმა უნდა არიან ისეთი თამამი მამაკაცებიც, ვინც ბედავს მათი გულის მოგებას, მაგრამ ძალიან ცოტა.

მე-8 ადგილი - თხის რქა

თხის რქა სრულიად არ საჭიროებს ტიტულებსა და რანგებს. უბრალოდ, ვერ ხვდება, რაში უნდა გამოიყენოს ეს. იგი ამის გარეშეც შესანიშნავად გრძნობს თავს, მაგრამ თუ მოინდომებს, სამყაროს დაიპყრობს.

მე-7 ადგილი - კურო


ქალი-კურო აღმერთებს ლამაზ კაბებს და აქსესუარებს. ის წარმოუდგენელი მსახიობია: შეუძლია ნებისმიერი ქალის როლი მოირგოს. მაგრამ ხანდახან მისი მამაკაცური ხასიათი ვლინდება, რაც იდეალისგან შორს ამყოფებს.

მე-6 ადგილი - მერწყული


მერწყულები ყველას მოსწონს, მაგრამ არის ერთი პრობლემა - მათ არ სურთ ვინმეს სიყვარული. მეგობრობას ამჯობინებენ, ამიტომ ქალურობის ეტალონის წოდება საერთოდ არაფერში სჭირდებათ.

მე-5 ადგილი - კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან ახლოს არიან იდეალური ქალის წოდებასთან. ძალიან ლამაზები, ჭკვიანები და მზრუნველები, მაგრამ ძლიერ იჭრებიან დედის როლში და ივიწყებენ თავისი ცხოვრების სხვა ასპექტებზე.

მე-4 ადგილი - თევზები

შესანიშნავად თამაშობენ ქალის როლს, რომლის გადარჩენისა და ხელის გულზე ტარების სურვილი გიჩნდება. მაგრამ არის ერთი პრობლემა: თევზებს სურთ, რომ თავი დაანებონ და მშვიდად იცხოვრონ ტავიანთ ვარდისფერ სამყაროში.

მე-2 ადგილი - ლომი


ლომებს შეეძლოთ მსოფლიოს მბრძანებლები გამხდარიყვნენ. ძალიან მიმზიდველები, ჭკვიანები და თავდაჯერებულები არიან. მაგრამ უშლით ხელს ის, რომ შეუძლიათ მიახრჩონ კონკურენტები, ამიტომაც, მხოლოდ მე-3 ადგილზე არიან.

მე-2 ადგილი - მორიელი


ამ ქალებში განსაკუთრებული ენერგეტიკა და უხილავი ძალაა, რომელიც მამაკაცებს თავს აკარგვინებს. მორიელები ლამაზები, ჭკვიანები და ზომიერად მზაკვრები არიან. იციან, რომ შეუძლიათ გარშემომყოფების ჭკუიდან გადაყვანა და ამით თამამად სარგებლობენ.

1-ლი ადგილი - სასწორი

მათში ქალისთვის საჭირო ყველა თვისება იყრის თავს. ისეთებიც კი, რომლებსაც დადებითს ვერ უწოდებ. მაგრამ ეს თვისებები იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ ეს ლამაზმანები ადამიანებს მაგნიტივით იზიდავენ. მიმზიდველობას ჰმატებს ის ფაქტიც, რომ თავად საერთოდ არ მიიჩნევენ თავს ეტალონებად. უბრალოდ, ცხოვრობენ და სიცოცხლით ტკბებიან და სხვებსაც ამას უსურვებენ.