ეს 1 ინგრედიენტი საუკეთესო საშუალებაა ფიბრომასთან და მეჭეჭებთან საბრძოლველად.

ეს 1 ინგრედიენტი საუკეთესო საშუალებაა ფიბრომასთან და მეჭეჭებთან საბრძოლველად.
მეჭეჭები, ერთი შეხედვით, კანის უწყინარი წარმონაქმნებია, რომლებიც თითქოს არსაიდან ჩნდება, მაგრამ სინამდვილეში, ეს გახლავთ კანის ზედა ფენის ინფექცია, რომელსაც პაპილომავირუსი HPV იწვევს.

არსებობს 60-ზე მეტი HPV, რომელთაგანაც ზოგიერთი იწვევს მეჭეჭებს. როგორც წესი, ვირუსი პატარა ნაკაწრებში შედის, ეს იწვევს უჯრედების სწრად ზრდას და იქმნება მეჭეჭი.

როგორც წესი, მეჭეჭს კანის ფერი აქვს, მაგრამ არსებობს ოდნავ პიგმენტირებულიც. ეს არ უქმნის ჯანმრთელობას საფრთხეს, მაგრამ ესთეტიკურ პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლდენა და კანის ზრდაც შესაძლოა პრობლემა გახდეს.

შეგიძლიათ მიმართოთ ექიმ-დერმატოლოგს, არსებობს უამრავი ძვირად ღირებული და ეფექტური პროცედურები, თუმცა, თუ საკმარისი თანხა არ გაგაჩნიათ, ჩვენი რეცეპტი სწორედ სათქვენოა! გახსოვდეთ, რომ მეჭეჭების მოცილებისთვის საუკეთესო დრო გახლავთ ზამთარი - ნაადრევი გაზაფხული, როცა მზე არ აჭერს.

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი ფიბრომას მოსაცილებლად?

ვაშლის ძმარი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი საშუალება. მისი განსაკუთრებული თვისებების გამო, ძმარს ხშირად იყენებენ ფიბრომის სამკურნალოდ.

ნუ გამოიყენებთ ძმარს, თუ ფიბრომა თვალთან ახლოსაა, რადგან ამან შეიძლება მხედველობა დააზიანოს.

გამოყენება:
  1. გაისუფთავეთ პრობლემური ადგილები ანტიბაქტერიალური საპნით. შემდეგ დაიდეთ სველი ბამბის ტამპონი 10 წუთით.
  2. შემდეგ დაიდეთ ვაშლის ძმარში ჩამბალი ბამბა, დაიმაგრეთ წებოვანი ლენტით და გაიჩერეთ 15 წუთით.
  3. მეჭეჭი ფერს შეიცვლის და გამუქდება. დროის განმავლობაში თავისით მოსძვრება.


დაიმახსოვრეთ:

სიფრთხილე გმართებთ, რადგან ძმარი იწვევს სიწითლეს.