ნუ გახდებით კოსმეტოლოგების სპეკულაციის მსხვერპლი... გათავისუფლდით პრობლემური ”ქერქისგან” ერთხელ და სამუდამოდ!

ნუ გახდებით კოსმეტოლოგების სპეკულაციის მსხვერპლი... გათავისუფლდით პრობლემური ”ქერქისგან” ერთხელ და სამუდამოდ!
თანამედროვე სამყაროში ცელულიტის ქონა სამყაროს დასასრულის ტოლფასია, არადა, ეს გახლავთ ზრდასრული ქალის ნიშანი და არა სიმსუქნე. მსგავსი ნაჩხვლეტები ნებისმიერი ასაკისა და წონის ქალს შეიძლება გაუჩნდეს, მასზე პასუხისმგებელი ხომ ჰორმონი ესტროგენია.

სხვადასხვა პროცედურების ზემოქმედება მიმართულია კანზე და არა ცხიმზე. კანი უფრო გლუვი ხდება და უმჯობესდება ტონუსი. უდავოდ, ეს კარგია, მაგრამ არანაირად არ ზემოქმედებს ცხიმის უჯრედებზე.

გარდა ამისა, გარეკლამებული უამრავი კოსმეტიკური პროცედურები დაბალეფექტიანია და სერიოზული უკუჩვენებებიც მოსდევს.
თუ მაინც გსურთ, რომ მოიცილოთ ცელულიტი, fpaparazzi გთავაზობთ რამდენიმე მოქმედ და სასარგებლო ხერხს პრობლემის საგრძნობლად შესამცირებლად.

ცელულიტი ბარძაყებზე და დუნდულებზე

დაბალანსებული კვება

მიიღეთ მეტი ცილა: დღე-ღამის დოზას დაფარავს 200 გრ უცხიმო ხაშო და 150 გრ მოხარშული ხორცი. დაამატეთ შვრიის ფაფა, ბოსტნეულის სალათები, გამორიცხეთ ფასთ ფუდი და ჩაანაცვლეთ ტკბილეული ხილით. დალიეთ დღეში 2 ლიტრი წყალი და დაიმახსოვრეთ: რაციონალური კვების მთავარი პრინციპი გახლავთ თანმიმდევრობის დაცვა და ულუფების მიღების რაოდენობა.

ვარჯიში


ვარჯიშის როლი ამ პროცესში მნიშვნელოვანია. ეფექტური შედეგის მისაღებად ივარჯიშეთ კვირაში 2-3-ჯერ სპორტულ დარბაზში ან შინ, დამოუკიდებლად. შეასრულეთ ჩაჯდომები, აზიდვები და ა.შ.

ანტიცელულიტური შეხვევები

შეხვევების წყალობით სტიმულირდება ლიმფოდრენაჟი, ძლიერდება სისხლის მიკროცირკულაცია და გამოიდევნება ზედმეტი სითხე ქსოვილებიდან. შეხვევებისთვის რეკომენდებულია თაფლი, თიხა, ჯანჯაფილი, ვაშლის ძმარი.

მასაჟი

ანტიცელულიტურ მასაჟს უამრავ კოსმეტიკურ სალონში შემოგთავაზებენ, კურსი 15 დღიანია და შედეგი უკვე მე-5-6 სეანსზეა შესამჩნევი. მსგავსი მასაჟის ჩატარება შინაურ პირობებშიცაა შესაძლებელი, მთავარია გაეცნოთ მისი შესრულების სწორ ტექნიკას.

ყავის სკრაბი


ყავას პილინგის შესანიშნავი ეფექტი გააჩნია, წმინდავს ფორებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
გამოიყენეთ სკრაბი კვირაში 2-3-ჯერ, მასაჟის ღრუბლის დახმარებით. პროცედურის შემდეგ მიიღეთ ცხელი აბაზანა ეთერზეთებით.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი დადებითად ზემოქმედებს კანზე, ატენიანებს და ელასტიურს ხდის მას. შესანიშნავი ეფექტი აქვს ქოქოსის ზეთის პილინგს.
შეურიეთ ქოქოსის ზეთი და დაფქული ყავა ერთგვარი მასის მიღებამდე. წაისვით დატენიანებულ სხეულზე და დაიზილეთ პრობლემური ზონები 10 წუთის განმავლობაში. და კიდევ, ქოქოსის ზეთი შესანიშნავია სტრიების წინააღმედაც.