იდეალური საცხოვრებელი ადგილი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის

იდეალური საცხოვრებელი ადგილი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
იდეალური საცხოვრებელი ადგილის ხედვა დიდწილად დამოკიდებულია თქვენს ტემპერატემნტზე, რომელიც აგებულია ვარსკვლავების ენერგეტიკიდან გამომდინარე, რომლის ქვეშაც დაიბადეთ. რა თქმა უნდა, სამყაროს აღქმა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ასტროლოგიური ახსნა და სურვილებიც ძალიან მნიშვნელოვანია.

ვერძი

ვერძებს ღია სივრცეები უყვართ, ამიტომაც დაბლობი მათთვის იდეალურია. შეუძლიათ იცხოვრონ ქალაქში, მაგრამ თუ ექნებათ ადგილი, სადაც თავს თავისუფლად იგრძნობენ - მაგალითად, ქალაქგარეთ ნაკვეთი.

კურო

კუროებისთვის წარმატების მომტანია სახლში ყოფნა და სად იქნება ეს სახლი, მნიშვნელობა არ აქვს. კარგად შეუძიათ ადაპტირება სიმყუდროვეშიც და დიდ მეგაპოლისებშიც, თუმცა, ხშირად მეორე ურჩევნიათ. მთავარია, კომფორტი და სითბო იყოს.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ ცხოვრება ადამიანებს შორის, ამიტომ ქალაქი - იდეალური არჩევანია. აშინებთ სიცივე, და კიდევ უფრო - ძლიერი სიცხე. ტყუპები არ მიილტვიან სხვასთან ან მთებში ცხოვრებისკენ - მათთვის ზომიერი კლიმატია მნიშვნელოვანი.

კირჩხიბი

კირჩხიბებს მოსწონთ ცხოვრება იქ, სადაც სხვადასხვა შესაძლებლობები ეძლევათ. რა თქმა უნდა, ასეთი ადგილები ხშირად ქალაქებშია, და არა სოფლებში. კირჩხიბებს უყვართ თავიანთი მშობლიური ქალაქი, მშობლიური ადგილი, ამიტომ იშვიათად ტოვებენ სამშობლოს სამუდამოდ.

ლომი

ლომებს ფუფუნება და სილამაზე იზიდავთ, ამიტომ ხშირად ვერ აკეთებენ არჩევანს ბუნების სილამაზესა და ქალაქის ფუფუნებას შორის. საუკეთესო ვარიანტია ორივე ფაქტორის სიმბიოზი. ლომებს ყველაფერი ერთდროულად უნდათ.

ქალწული

ქალწულებს სტაბილურობა და სიმშვიდე ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, წარმატებული ქალწულები ხშირად ტოვებენ ქალაქს და ცხოვრობენ იქ, სადაც ვერავინ მიაგნებს. კარგი იქნება, თუ დაბადებიდანვე ასეთ ადგილში იცხოვრებს, რადგან ცვლილებებს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძნელად იტანენ.

სასწორი

სასწორებს სჭირდებათ რაიმე პარიზის, ტოკიოს, ვენეციის ან ნიუ იორკის მსგავსი. მათ უყვართ სილამაზე და დიდებულება, ადგილისადმი ენერგეტიკული დამოკიდებულება აქვთ. მოსწონთ, როდესაც გარს უდიდესი ისტორიის მატარებელიმშვენიერება ახვევიათ.

მორიელი

მორიელი თითქმის ყველგან კარგად გრძნობს თავს, ამიტომ რთულია დანამდვილებით თქმა, როგორია მათჳ შეხედულება საცხოვრებელ ადგილზე. ეს გახლავთ უნივერსალური ადამიანები მსგავსი არჩევანის დროს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ექსპერიმენტები უყვართ, ამიტომ, სხვადასხვა ადგილებში გადაინაცვლებენ - ხან ქალაქში, ხანაც სოფელში. მაგრამ უპირატესობას მაინც მეგაპოლისს ანიჭებენ, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ ფულის გამომუშავების ხელოვნება.

თხის რქა

თხის რქებს წყალი იზიდავთ. მოიხედავად იმისა, რომ ეს გახლავთ მიწის ნიშანი, უყვართ წლის სტიქიის სილამაზე. უკიდეგანო ზღვა და ოკეანე - აი, რა აბედნიერებს მათ.

მერწყული

მერწყულებს სიმაღლე სჭირდებათ, ამიტომ, ან მაღალსართულიან სახლებს ირჩევენ, ან მთებში ცხოვრებას. იზიდავთ თავისუფლების შეგრძნება და შეგრძნება იმისა, რომ ყველაზე მაღლა დგანან.

თევზები

თევზებს ნებისმიერი ლამაზი ადგილი მოსწონთ, რადგან ბუნებით ძალიან მგრძნობიარე პიროვნებები არიან. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფანჯრებიდან ულამაზესი ხედი იშლებოდეს.