საკმარისია ეს ერთი ინგრედიენტი დაამატოთ ყავაში და თირკმელის პრობლემები წარსულს ჩაბარდება!

საკმარისია ეს ერთი ინგრედიენტი დაამატოთ ყავაში და თირკმელის პრობლემები წარსულს ჩაბარდება!
კარდამონი თავისი გემოს თვისებებით ყველასათვის ცნობილია. ეს სანელებელი საპატიო ადგილს იკავებს ჩვენს სამზარეულოში და მას უამრავ რეცეპტში იყენებენ. ფინჯანი ყავა კარდამონის დამატებით, ყველაზე დიდ გურმანებსაც მოეწონებათ, არამხოლოდ გემოს, არამედ სასარგებლო თვისებების გამოც.
აღმოჩნდა, რომ თუ კარდამონს დილის ყავაში დავუმატებთ, შესაძლებელია თირკმლების მკურნალობა და საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემების მოგვარება.

კარდამონის თვისებები:

წმენდს ორგანიზმს

კარდამონი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების პროფილაქტისთვის და სამკურნალოდ. მისი რეგულარული გამოყენება სწევს წნევას და გამოჰყავს თირკმლებიდან კალციუმი.

აუმჯობესებს საკვების მონელების პროცესს


საქმე იმაშია, რომ კარდამონი ეხმარება ნაღველის მოდინებას, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელებას. ასევე ხსნის სპაზმებს, მუცლის შებერილობას, მეტეორიზმს.

ებრძვის ანემიას

ტკინა, მარგანეცი და სხვა სასარგებლო ვიტამინები ეხმარება კარდამონს ანემიის ისეთი სიმპტომების მოცილებაში, როგორიცაა გადაღლილობა. საკვები ნივთიერებები კი ამაღლებს წითელი სისხლის უჯრედების დონეს, ასევე უჯრედულ მეტაბოლიზმს.

გამოიყენება როგორც ანტისეპტიკი

მრავალი საუკუნის მანძილზე, კარდამონს ინდოეთში გამოიყენებდნენ, როგორც პირის ღრუში ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

ამაღლებს იმუნიტეტს

კარდამონის სასარგებლო თვისებები დადებითად ზემოქმედებს იმუნიტეტზე, ხსნის უძილობასა და დეპრესიას.

იცავს კანს

ყავაში, ჩაიში ან უბრალოდ წყალში დამატებული კარდამონით, ინარჩუნებთ კანის ტონუსს და იცავთ ნაადრევი დაბერებისგან.

აღადგენს თმას

კარდამონს ასევე თმის აღსადგენად და სამკურნალოდ იყენებენ. შეურიეთ კარდამონი წყალში და რეგულარულად გაივლეთ თმა, შედეგად კი მბზინვარე, ჯანსაღ თმას მიიღებთ.